დავიხვეწოთ ქადაგებაში — მოამზადე შესავალი
რატომ არის მნიშვნელოვანი. თუ შესავალი სიტყვებით მობინადრეს ინტერესს ვერ აღვუძრავთ, დიდი ალბათობაა, რომ მან ჩვენთან საუბარი შეწყვიტოს და ქადაგების შესაძლებლობაც ხელიდან გავუშვათ. აქედან გამომდინარე, ბევრი მაუწყებლის აზრით, იმას, თუ რას ვეტყვით მობინადრეს თავდაპირველად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მართალია, „ჩვენს სამეფო მსახურებასა“ და წიგნ „მსჯელობაში“ წარმოდგენილია შეთავაზების ნიმუშები, მაგრამ შესავალი ყოველთვის არაა სრულად მოცემული, რაც მაუწყებელს მეტი იმპროვიზაციის საშუალებას უტოვებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეთავაზების ნიმუში დასრულებულად არის წარმოდგენილი, მაუწყებელს შეუძლია საჭიროებიდან გამომდინარე შეცვალოს ან თავისით მოამზადოს ახალი შეთავაზება. ამრიგად, ჩვენი მსახურება უფრო შედეგიანი იქნება, თუ გულდასმით მოვამზადებთ შესავალ სიტყვებს და, როცა მობინადრე კარს გაგვიღებს, იმას არ ვიტყვით, რაც ენაზე მოგვადგება (იგავ. 15:28).
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
ოჯახთან ერთად თაყვანისცემისას გამოყავი დრო შესავალი სიტყვების მოსამზადებლად და გასავარჯიშებლად.
მსახურებაში ყოფნისას გაუზიარე შენს პარტნიორს, რის თქმასაც აპირებ მობინადრისთვის (იგავ. 27:17). შეცვალე შესავალი სიტყვები, თუ ატყობ, რომ ნაკლებად შედეგიანია.