სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ჭეშმარიტების მიწვდენა ყველანაირი ადამიანებისთვის
პავლე მოციქული ღვთის სამეფოს გულმოდგინე მაუწყებელი იყო. ის ნებას არ რთავდა წინააღმდეგობას, ხელი შეეშალა მისი დავალებისთვის — ექადაგა „კეთილი ცნობა“ (1 კორინთელთა 9:16, აქ; საქმეები 13:50–52). პავლე მოუწოდებდა, მიჰყოლოდნენ მის მაგალითს (1 კორინთელთა 11:1).
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი გადაწყვეტილებით აღსავსე ძალისხმევით, რასაც ქადაგებას ახმარენ. ნამდვილად, ისინი სხვებს ესაუბრებიან „დროულად და უდროოდ“, რათა შეასრულონ ღვთისგან დაწესებული სამუშაო ‘მოწაფეების მომზადებასთან’ დაკავშირებით (2 ტიმოთე 4:2; მათე 28:19, 20). როგორც შემდეგი შემთხვევები გვიჩვენებს, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მათ წინააღმდეგობები ხვდებათ, გულწრფელ ადამიანებს აწვდიან უკიდურესად მნიშვნელოვან ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ.
◻ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც იეჰოვას მოწმეთა საქმე აკრძალულია, 12 წლის ბიჭუნამ აღმოაჩინა, რომ სკოლაში მის გარშემო ცუდი საზოგადოება იყო. ბევრი მისი თანაკლასელი ჩვეულებისამებრ სიგარეტს ეწეოდა, პორნოგრაფიულ ლიტერატურას კითხულობდა, მასწავლებლებს მოსვენებას არ აძლევდა და ჩხუბობდა. სიტუაცია იმდენად გაუარესდა, რომ ბიჭმა მამას სხვა სკოლაში გადაყვანა სთხოვა. მაგრამ მამამ გადააფიქრებინა თავის ვაჟს ეს, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მეზობელ სკოლებში მოსწავლეების საქციელი არ იქნებოდა განსხვავებული. მაშ როგორ უნდა დახმარებოდა ის თავის ვაჟს?
მამას გაახსენდა, რომ სახლში ჰქონდა წიგნი ახალგაზრდებისთვის. ის მათი ნათესავის, ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის, საჩუქარი იყო. ასე რომ, მან დაიწყო წიგნის ძებნა და, როცა იპოვა, თავის ვაჟს მისცა იგი. მისი სათაური იყო „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“a. ბიჭმა აღმოაჩინა, რომ წიგნის ერთ-ერთი თავი — „როგორ შემიძლია გავუმკლავდე თანატოლების ზემოქმედებას?“ — განსაკუთრებით სასარგებლო იყო. მან მას არა მხოლოდ საკუთარი ღირსების შენარჩუნების მნიშვნელოვნება ასწავლა, არამედ ისიც, თუ ტაქტიანად როგორ ეთქვა უარი, როცა სხვები ცდილობდნენ მის ჩათრევას არაკეთილგონივრული გეზის აღებაში. წიგნში მოცემული ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ახალგაზრდამ ისწავლა, თუ წარმატებით როგორ გამკლავებოდა თანატოლების ზემოქმედებას.
როცა თავის ძეში ეს და სხვა დადებითი ცვლილებები შენიშნა, მამამ წიგნის წაკითხვა გადაწყვიტა. წიგნში მოცემული პრაქტიკული რჩევით აღფრთოვანებულმა, მან იეჰოვას მოწმეები მოიწვია ბიბლიის საშინაო შესწავლისთვის. მოგვიანებით ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ შესწავლაში. შედეგი? ბიჭუნა, მისი უმცროსი ძმა, მამა, პაპა და ბებია ახლა იეჰოვას მოწმეები არიან.
◻ იმავე ქვეყანაში იეჰოვას ორი მოწმე ბიბლიური პრინციპების ზუსტი მიყოლისათვის ციხეში ჩასვეს. მაგრამ მათ არ დაუშვეს, რომ ასეთ მდგომარეობას ხელი შეეშალა მათთვის ღვთის სამეფოს შესახებ გაბედულად ლაპარაკში. მათ მიმართეს ციხის მოხელეს და ნებართვა აიღეს, რომ აღენიშნათ უფლის სერობა. რა ბედნიერები იყვნენ ისინი, როცა 14-მა პატიმარმა ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინა და მოწმეებს შეუერთდა ამ მნიშვნელოვანი შემთხვევის დროს! გათავისუფლების შემდეგ ზოგმა მათგანმა განაგრძო ბიბლიის შესწავლა და იეჰოვას მოწმეებს შეუერთდა.
ოცდახუთზე მეტ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები იტანჯებიან აკრძალვებისა და სხვადასხვა სახის წინააღმდეგობის თუ დევნის შედეგად. მიუხედავად ამისა, ისინი, მოციქულების მსგავსად, ‘დაუცხრომლად ასწავლიან და ახარებენ ქრისტე იესოს’ (საქმეები 5:42).
[სქოლიოები]
a გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.