-
ყველგან და ყოველთვის უსმინეთ იეჰოვას ხმას!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აგვისტო
-
-
სძლიეთ სიამაყესა და სიხარბეს!
10, 11. ა) როგორი აზროვნება აქვს ქედმაღალ ადამიანს? ბ) რას ვსწავლობთ კორახის, დათანისა და აბირამის შემთხვევიდან?
10 ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: გულმა შეიძლება სწორი გზიდან გადაგვიყვანოს. მართლაც, ცოდვილი მიდრეკილებები ჩვენზე დამღუპველად მოქმედებს! მაგალითად, ვნახოთ, როგორ შეიძლება სიამაყემ და სიხარბემ ხელი შეგვიშალოს იეჰოვას ხმის მოსმენაში და დაღუპვის გზაზე დაგვაყენოს. როგორც წესი, ქედმაღალ ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. იგი ფიქრობს, რომ შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება და არავის აქვს იმის უფლება, უკარნახოს, როგორ მოიქცეს. ამაყი ადამიანი თვლის, რომ არ სჭირდება თანაქრისტიანების, უხუცესებისა და თვით ღვთის ორგანიზაციის რჩევებიც კი. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანის ყურამდე იეჰოვას ხმა ძლივსღა აღწევს.
11 მაშინ, როცა ისრაელი ერი უდაბნოში დაეხეტებოდა, კორახმა, დათანმა და აბირამმა მოსესა და აარონის ძალაუფლების წინააღმდეგ გაილაშქრეს. სიამაყით დაბრმავებულებმა მოინდომეს, რომ იეჰოვასთვის თვითნებურად ეცათ თაყვანი. როგორ მოიქცა იეჰოვა? იგი ყველა ამბოხებულს ღირსეულად გაუსწორდა (რიცხ. 26:8—10). ეს ჩვენთვის მართლაც ყურადსაღები გაკვეთილია! ვინც იეჰოვას წინააღმდეგ წავა, უბედურება არ ასცდება. მართლაც, „სიამაყე წინ უძღვის დაცემას“! (იგავ. 16:18; ეს. 13:11).
-
-
ყველგან და ყოველთვის უსმინეთ იეჰოვას ხმას!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 აგვისტო
-
-
14. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საკუთარ თავში სიამაყესა და სიხარბეს აღმოვაჩენთ?
14 როგორც ზემოთ დავინახეთ, სიამაყეცა და სიხარბეც დამღუპველი თვისებებია. თუ ვიფიქრებთ შედეგებზე, რაც არასწორი გზით სიარულს მოჰყვება, ცოდვილ მიდრეკილებებს იეჰოვას ხმის ჩახშობის საშუალებას არ მივცემთ (კან. 32:29). ჭეშმარიტი ღმერთი ბიბლიის მეშვეობით არა მარტო იმას გვეუბნება, თუ რომელი გზაა სწორი, არამედ იმასაც გვიხსნის, თუ რამდენად სასიკეთოა სწორი გზით სიარული და რა სავალალო შედეგები სდევს თან არასწორი გზით სვლას. თუ გული სიამაყისა და სიხარბის გამო არასწორი საქციელის ჩადენისკენ გვიბიძგებს, ბრძნული იქნება, დავფიქრდეთ, რა შედეგი მოჰყვება ასეთ საქციელს. კარგი იქნება, თუ გავაანალიზებთ, როგორ იმოქმედებს არასწორი საქციელი ჩვენზე, ჩვენს საყვარელ ადამიანებზე და რაც მთავარია, იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე.
-