საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას სძულს ღალატი
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 მაისი
    • მე-7 მუხლი ნათელს ჰფენს ამ საკითხს: „მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი“. დაახლოებით ათასი წლით ადრე, მაშინ როცა ღმერთმა ისრაელ ერს რჯული მისცა მოსეს მეშვეობით, უთხრა, რომ მღვდლებს ‘უნდა ესწავლებინათ ისრაელიანთათვის ყოველი წესი, რომელიც უფალს ჰქონდა გამოცხადებული’ (ლევიანნი 10:11). სამწუხაროდ, მოგვიანებით 2 ნეშტთა 15:3-ში ჩაიწერა, რომ «დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა [„მღვდლის სწავლებისა“, აქ] და რჯულის გარეშე».

  • იეჰოვას სძულს ღალატი
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 მაისი
    • შესაძლებელია, ზოგი მღვდელი მაშინაც იცავდა ღვთის ნორმებს; ერთი რამ კი უეჭველია: მოგვიანებით, იესო — უდიდესი „მღვდელმთავარი“ — ნამდვილად ასე მოიქცა (ებრაელთა 3:1). მასზე უეჭველად შეიძლებოდა თქმულიყო: „ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან“ (მალაქია 2:6).

      9. ვინ უზიარებს ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ჩვენს დღეებში?

      9 დღეს კი უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ქრისტეს ზეციერი იმედის მქონე ცხებული ძმები მსახურობენ „წმიდა სამღვდელოებად, სულიერ მსხვერპლთა შესაწირავად სასურველად ღმერთისა“ (1 პეტრე 2:5, აფ). ისინი ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებას ხელმძღვანელობენ. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტება შეიცანით, შეგიძლიათ თუ არა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე თქვათ, რომ ჭეშმარიტი რჯული ცხებულ ქრისტიანთა ბაგეებშია? ისინი მრავალს დაეხმარნენ რელიგიური შეცდომებისგან თავის დაღწევაში. ასე რომ, მთელი მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანმა შეიცნო ბიბლიური ჭეშმარიტება და მარადიული სიცოცხლის იმედი შეიძინა. ეს მილიონები კი ხელიდან არ უშვებენ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ ჭეშმარიტი რჯული სხვებსაც ასწავლონ (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება