-
იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადეგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ვინ არის 24 უხუცესი
8. ვის ხედავს იოანე იეჰოვას ტახტის ირგვლივ და ვის განასახიერებენ ისინი?
8 იოანემ იცოდა, რომ მღვდლებს კარავში მსახურება ჰქონდათ დავალებული. მას, ალბათ, განაცვიფრებდა ის, რომ: „ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, რომლებზეც თეთრებში ჩაცმული ოცდაოთხი უხუცესი იჯდა, თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხადება 4:4). იოანე მღვდლების ნაცვლად 24 უხუცესს ხედავს, რომლებიც სამეფო ტახტებზე სხედან და თავზე გვირგვინები ადგათ. ვინ არიან ეს უხუცესები? ისინი ქრისტიანული კრების ცხებული წევრები არიან, რომლებიც აღდგნენ სიკვდილის შემდეგ და ზეცაში იეჰოვას მიერ აღთქმული ადგილები დაიკავეს.
-
-
იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადეგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მაგრამ 24 უხუცესის მოვალეობა ზეცაში მხოლოდ მმართველობით არ შემოიფარგლება. „გამოცხადების“ შესავალში იოანემ იესოს შესახებ თქვა: „თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ და მღვდლებად გაგვხადა“ (გამოცხადება 1:5, 6). ისინი მეფეებიც არიან და მღვდლებიც. „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6).
11. რატომ არის უხუცესთა რიცხვი 24 და რისი მაჩვენებელია ეს რიცხვი?
11 რა მნიშვნელობა აქვს რიცხვ 24-ს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იოანე ტახტის გარშემო 24 უხუცესს ხედავს? ამ უხუცესების პირველსახე, გარკვეულწილად, ძველი ისრაელის ერთგული მღვდლები არიან. მოციქულმა პეტრემ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ » (1 პეტრე 2:9). საინტერესოა, რომ ძველად ისრაელის სამღვდელოება 24 ჯგუფად იყო დაყოფილი. თითოეული ჯგუფი წელიწადში რამდენიმე კვირას მსახურობდა იეჰოვას წინაშე; წმინდა მსახურება არ წყდებოდა (1 მატიანე 24:5—19). ამიტომ მართებულია 24 უხუცესის გამოჩენა იოანეს ხილვაში, სადაც ზეციერი სამღვდელოებაა აღწერილი, რადგან ეს მღვდლები განუწყვეტლივ ემსახურებიან იეჰოვას. საბოლოოდ შეიქმნება 24 ჯგუფი და თითოეულ მათგანში 6 000 „მძლეველი“ იქნება, რადგან გამოცხადების 14:1—4-ის თანახმად 144 000 (24 x 6 000) „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი“, რათა ზეციერი სიონის მთაზე კრავის, იესო ქრისტეს გვერდით მდგარიყვნენ. რიცხვი 12 იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის ორგანიზაციაში სრული ჰარმონიაა, გაორმაგებული რიცხვი 24 კი ორგანიზაციის განმტკიცებული მდგომარეობის მაჩვენებელია.
-