-
„გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
გარდა ამისა, ხილვაში აღწერილი მღვდლები წარმოადგენენ ცხებული სამღვდელოების კლასს დედამიწაზე ყოფნის პერიოდში და არა ზეცაში საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ან ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში. საიდან ვიცით, რომ ეს ასეა? ყურადღება მიაქციეთ, რომ მღვდლები შიდა ეზოში მომსახურეებად არიან აღწერილი. „საგუშაგო კოშკის“ წინა ნომრებში ნაჩვენები იყო, რომ ეს ეზო წარმოადგენს ქრისტეს დამხმარე მღვდლების უნიკალურ სულიერ მდგომარეობას იმ პერიოდში, როდესაც ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე არიანd. აგრეთვე შენიშნეთ, რომ ხილვაში მღვდლების არასრულყოფილებაზეა გამახვილებული ყურადღება. მათ საკუთარი ცოდვებისთვის უნდა შეეწირათ მსხვერპლი. ისინი გაფრთხილებულ იქნენ, არ გამხდარიყვნენ სულიერად ან ზნეობრივად უწმინდურები. ასე რომ, ისინი არ არიან მკვდრეთით აღდგენილი ცხებულები, რომლებზეც მოციქული პავლე წერდა: „დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად“ (1 კორინთელთა 15:52; ეზეკიელი 44:21, 22, 25, 27). ეზეკიელის ხილვაში მღვდლები ხალხს შორის არიან და მათ უშუალოდ ემსახურებიან. ეს ასე არ მოხდება სამოთხეში, როდესაც მღვდლების კლასი ზეცაში იქნება. ამგვარად, ხილვა შესანიშნავად აგვიწერს ცხებულების ‘უამრავ ხალხთან’ მჭიდრო თანამშრომლობას დღეს, მათი დედამიწაზე ყოფნისას (გამოცხადება 7:9; ეზეკიელი 42:14).
-
-
„ტაძარი“ და „მთავარი“ დღეს!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ერთგული სამღვდელოება
9, 10. როგორ უზრუნველგვყოფს სულიერი დამოძღვრით „სამეფო სამღვდელოება“, რომელიც ეზეკიელის ხილვაში სამღვდელოების კლასითაა წარმოდგენილი?
9 ქრისტიანობამდელ პერიოდში მღვდლები ტაძარში მძიმე შრომას ეწეოდნენ. შესაწირავი ცხოველების დაკვლა, სამსხვერპლოზე მათი მიტანა და თანამსახური მღვდლებისა და ხალხის მომსახურება დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, მაგრამ ისინი სხვა მნიშვნელოვან საქმესაც აკეთებდნენ. იეჰოვამ მღვდლების შესახებ ბრძანა: „უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინონ ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი“ (ეზეკიელი 44:23; მალაქია 2:7).
10 აფასებთ თუ არა ცხებულების მძიმე შრომასა და თავმდაბლურ მსახურებას, რომელსაც ისინი, როგორც „სამეფო სამღვდელოება“, წმინდა თაყვანისმცემლობისთვის ეწევიან? (1 პეტრე 2:9). ძველი დროის ლევიანი მღვდლების მსგავსად, ისინი ხელმძღვანელობენ სულიერი დამოძღვრის საქმიანობას და ეხმარებიან ხალხს იმის გაგებაში, რა არის წმინდა და მისაღები ღვთის თვალში და რა არა (მათე 24:45). ასეთი დამოძღვრა, რომელიც ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან, ქრისტიანული შეხვედრებიდან და კონგრესებიდან მომდინარეობს, მილიონებს ღმერთთან შერიგებაში ეხმარება (2 კორინთელთა 5:20).
11. ა) როგორ გაამახვილა ყურადღება ეზეკიელის ხილვამ მღვდლების სიწმინდის მნიშვნელოვნებაზე? ბ) სულიერი გაგებით, როგორ განიწმინდნენ ცხებულები უკანასკნელ დღეებში?
11 მაგრამ მღვდლებს უფრო მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე მხოლოდ სხვებისთვის იმის სწავლება, რომ წმინდები იყვნენ; ისინი თავად უნდა იყვნენ წმინდები. ამგვარად, ეზეკიელმა წინასწარ იხილა ისრაელის სამღვდელოების განწმენდის პროცესი (ეზეკიელი 44:10–16). მსგავსად ამისა, ისტორია ცხადყოფს, რომ 1918 წელს იეჰოვა, როგორც „გამომდნობელი“, თავის სულიერ ტაძარში დაჯდა, რათა ცხებულ მღვდელთა კლასი შეემოწმებინა (მალაქია 3:1–5). მათ, რომლებიც სულიერად წმინდად ჩაითვალნენ — მოინანიეს ადრინდელი კერპთაყვანისმცემლური მოქმედება — ღვთის სულიერ ტაძარში საპატიო მსახურების გაგრძელების უფლება მიეცათ. მაგრამ, როგორც ყველა სხვა, ცხებულებიც შეიძლება სულიერად ან ზნეობრივად უწმინდური გახდნენ (ეზეკიელი 44:22, 25–27). მათ ყოველი ღონე უნდა იხმარონ, რათა ‘წუთისოფლისგან შეურყვნელად დაიცვან თავი’ (იაკობი 1:27; შეადარეთ მარკოზი 7:20–23).
12. რატომ უნდა დავაფასოთ ცხებულების საქმიანობა?
12 თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: „ვაფასებ თუ არა მაგალითს, რომელიც ცხებულმა ქრისტიანებმა მრავალი წლის განმავლობაში ერთგული მსახურებით დაგვიტოვეს? ვბაძავ მათს რწმენას? “ კარგია, უამრავი ხალხის წარმომადგენლებს ახსოვდეთ, რომ ცხებულები ყოველთვის არ ეყოლებათ დედამიწაზე. ეზეკიელის ხილვაში მღვდლებთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „ნუ მისცემთ მათ საკუთრებას [ნაკვეთს] ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება“ (ეზეკიელი 44:28). მსგავსად ამისა, ცხებულებს არა აქვთ დედამიწაზე მარადიული სამკვიდრო. მათ ზეციერი მემკვიდრეობა აქვთ, უამრავი ხალხის წარმომადგენლები კი დიდ პატივად მიიჩნევენ, მხარი დაუჭირონ და გაამხნეონ ისინი, ვიდრე ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან (მათე 25:34–40; 1 პეტრე 1:3, 4).
-
-
„ტაძარი“ და „მთავარი“ დღეს!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
15. ა) როგორ ჰფენს ნათელს ეზეკიელის ხილვა უამრავი ხალხის წარმომადგენელ უხუცესებსა და ცხებული სამღვდელოების კლასს შორის კავშირს? ბ) რა ხელმძღვანელობას ეწევიან ცხებული უხუცესები ღვთის მიწიერ ორგანიზაციაში?
15 რა კავშირია ცხებულ სამღვდელოების კლასსა და უამრავი ხალხიდან ამორჩეულ უხუცესებს შორის, რომლებიც დღეს ზედამხედველებად მსახურობენ? ეზეკიელის ხილვიდან ჩანს, რომ უხუცესებს, რომლებიც უამრავი ხალხის რიგებიდან არიან, დამხმარეებისა და ხელქვეითების როლი აკისრიათ, მაშინ როდესაც ცხებულები სულიერ ხელმძღვანელობას ეწევიან. რა გაგებით? გაიხსენეთ, რომ ხილვაში მღვდლებს ხალხის სულიერი დამოძღვრა დაეკისრათ. მათ დავის დროს მსაჯულების როლიც უნდა შეესრულებინათ. გარდა ამისა, ლევიანები ტაძრის კარიბჭეთა „მცველებადაც“ იყვნენ დანიშნული (ეზეკიელი 44:11, 23, 24). ცხადია, მთავარი უნდა დამორჩილებოდა მღვდლების სულიერ მსახურებასა და მითითებებს. ამიტომ მართებულია, რომ დღეს ცხებულები უწევენ ხელმძღვანელობას წმინდა თაყვანისმცემლობას. მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები სწორედ ცხებულთაგან არიან არჩეული. ასეთი ერთგული ცხებული უხუცესები ათწლეულებია მთავრის მზარდი კლასის მომავალ წევრებს ამზადებენ იმ დროისთვის, როდესაც ისინი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მთელ უფლებამოსილებას მათ გადასცემენ.
-