-
რით აკურთხა იეჰოვამ ჩვენი „ქვეყანა“?საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
8. ა) რა არ იყო ხილვაში ნანახი ტაძრის შიდა ეზოში? ბ) რას იყენებდნენ განბანვის მიზნით ხილვაში ნანახი ტაძრის მღვდლები?
8 ერთ-ერთ კურთხევას იეჰოვას წინაშე წმინდად დგომა წარმოადგენს. ხილვაში ნანახი ტაძრის შიდა ეზოში არ არის რაღაცა, რასაც სავანის ეზოში და სოლომონის ტაძარში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა; ეს არის დიდი საბანელი, რომელსაც მოგვიანებით ზღვა ეწოდა და რომელშიც მღვდლები უნდა განბანილიყვნენ (გამოსვლა 30:18–21; მეორე ნეშტთა 4:2–6). მაშ, რას იყენებდნენ განბანის მიზნით მღვდლები ეზეკიელის მიერ ნანახ ტაძარში? იმ სასწაულმოქმედი წყლის ნაკადს, რომელიც შიდა ეზოს გავლით მიედინებოდა! დიახ, იეჰოვა ამ საშუალების გამოყენებით აკურთხებდა მათ, რათა ღვთის წინაშე სუფთად ანუ წმინდად წარმდგარიყვნენ.
9. როგორ შეუძლიათ დღეს ცხებულებსა და უამრავი ხალხის წარმომადგენლებს ღვთის წინაშე სუფთად წარდგომა?
9 მსგავსად ამისა, დღეს ცხებულებიც კურთხეულნი არიან და იეჰოვას წინაშე სუფთად დგანან. ის მათ წმინდად მიიჩნევს და მართლებად აცხადებს (რომაელთა 5:1, 2).
-
-
რით აკურთხა იეჰოვამ ჩვენი „ქვეყანა“?საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
აღდგენილ ისრაელში იეჰოვამ თავისი ხალხი სამღვდელოების მეშვეობით გადაცემული წმინდა წერილებიდან მომდინარე დამოძღვრით აკურთხა (ეზეკიელი 44:23). იეჰოვა დღესაც ამგვარად აფრქვევს კურთხევებს თავის ხალხზე და ‘სამეფო სამღვდელოების’ მეშვეობით უხვად აძლევს თავისი ჭეშმარიტების სიტყვის შესახებ დარიგებებს (1 პეტრე 2:9). ამ უკანასკნელ დღეებში უხვად მოედინება შემეცნება იეჰოვა ღმერთის, კაცობრიობის მიმართ მისი განზრახვებისა და განსაკუთრებით იესო ქრისტესა და მესიანური სამეფოს შესახებ. რა დიდებულია ეს უფრო და უფრო მზარდი სულიერად გამომაცოცხლებელი წყლის ნაკადი, რომელსაც დღეს ჩვენ ვღებულობთ! (დანიელი 12:4).
-