საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პრინციპის დანახვა მოწიფულობას ირეკლავს
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს. რასაც დათესავ, იმას მოიმკი (1 კორინთელთა 15:33; გალატელთა 6:7). ფიზიკურად თუ სულიერად, თითოეული მტკიცება წარმოადგენს ძირითადი ჭეშმარიტების ნიმუშს — პრინციპს — და თითოეული საფუძველს იძლევა კანონებისთვის. კანონები შეიძლება დროებითი იყოს; ამავე დროს მათ კონკრეტულობა ახასიათებს. მეორე მხრივ, პრინციპები ზოგადია და შეიძლება მარადიულად დარჩეს. ამგვარად, ღვთის სიტყვა აღგვძრავს, სადაც შესაძლებელია, პრინციპების შუქზე ვიაზროვნოთ.

      „უებსტერის მესამე ახალი საერთაშორისო ლექსიკონი“ (Webster’s Third New International Dictionary) პრინციპს განმარტავს, როგორც „ზოგად ან ძირითად ჭეშმარიტებას — ამომწურავ და ძირითად წესს, თეორიას ან ვარაუდს, რომლებზეც სხვებია დაფუძნებული ან რომლებიდანაც სხვები გამომდინარეობს“. მაგალითად, ვინმემ ბავშვს შეიძლება დაუდგინოს წესი: „არ უნდა შეეხო ღუმელს“. მაგრამ სრულწლოვანისთვის საკმარისი იქნებოდა თქმა: „ღუმელი ცხელია“. დაუკვირდი, რომ ეს უკანასკნელი უფრო ზოგადადაა ნათქვამი. რადგანაც ის ეხება იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს პიროვნებამ — საჭმელი მოამზადოს, გამოაცხოს ან გამორთოს ღუმელი — გარკვეული გაგებით, პრინციპი ხდება.

      რასაკვირველია, ცხოვრების ძირითადი პრინციპები სულიერია; ისინი ეხება ღვთისადმი ჩვენს თაყვანისცემასა და ბედნიერებას. მაგრამ ზოგი უკან იხევს ძალისხმევისგან, რომელიც საჭიროა, რომ პრინციპებს დაუფიქრდე. გადაწყვეტილების მიღების პირისპირ ყოფნისას ისინი წესის მხარდაჭერას ამჯობინებენ. ეს არაბრძნულია და ეწინააღმდეგება ძველი ბიბლიური დროის ერთგული მამაკაცების მიერ დატოვებულ მაგალითს (რომაელთა 15:4).

  • პრინციპის დანახვა მოწიფულობას ირეკლავს
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
    • გაიხედე კანონის მიღმა

      რასაკვირველია, კანონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტიანის ცხოვრებაში. ისინი ჩვენს დამცველ გუშაგს ჰგავს და მათს დედაარსში მრავალი მნიშვნელოვანი პრინციპია. ამ პრინციპების გაუგებრობამ შეიძლება გაანელოს მონათესავე კანონებისადმი სიყვარული. ეს აჩვენა ძველმა ისრაელმა ერმა.

      ღმერთმა ისრაელს მისცა ათი მცნება, რომელთაგანაც პირველი კრძალავდა იეჰოვას გარდა ნებისმიერი სხვა ღვთის თაყვანისცემას. ამ კანონის მიღმა ძირითადი ჭეშმარიტება ისაა, რომ იეჰოვამ შექმნა ყოველივე (გამოსვლა 20:3–5). მაგრამ ცხოვრობდა ერი ამ პრინციპის თანახმად? იეჰოვა თვითონ იძლევა პასუხს: „[ისრაელები] ხეს. . . ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან [მე, იეჰოვას,] ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე“ (იერემია 2:27). რა უგულო და უპრინციპო საქციელია! და როგორ ატკინა ამან გული იეჰოვას! (ფსალმუნი 77:40, 41; ესაია 63:9, 10).

      ქრისტიანებსაც აქვთ ღვთისგან მომდინარე კანონები. მაგალითად, ისინი უნდა მოერიდონ კერპთაყვანისმცემლობას, სექსუალურ უზნეობასა და სისხლის არასწორად გამოყენებას (საქმეები 15:28, 29). ამაზე ფიქრისას შეგვიძლია დავინახოთ საფუძვლად დადებული პრინციპები, როგორიცაა: ღმერთი იმსახურებს ჩვენგან განსაკუთრებულ ერთგულებას; ერთგულები უნდა ვიყოთ მეუღლის მიმართ; და იეჰოვამ მოგვცა სიცოცხლე (დაბადება 2:24; გამოსვლა 20:5, აქ; ფსალმუნი 35:10). თუ გვესმის და ღრმად ვაფასებთ ამ მითითებების მიღმა არსებულ პრინციპებს, ვხედავთ, რომ ისინი ჩვენს საკეთილდღეოდაა (ესაია 48:17). ჩვენთვის ღვთის „მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3).

      თუმცა ერთ დროს ისრაელებმა უგულებელყვეს ღვთის მცნებები, იესოს დროისთვის „მწიგნობარნი“ მეორე უკიდურესობაში ჩაცვივდნენ. მათ აღმართეს წესებისა და ტრადიციების მთა, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობას დაბრკოლებას უქმნიდა და ღვთიურ პრინციპებს მარხავდა (მათე 23:2). ხალხი დაემორჩილა წარუმატებლობას, უიმედობასა თუ პირმოთნეობას (მათე 15:3–9). და ადამიანის მიერ შექმნილი მრავალი წესი არაადამიანური იყო. გამხმარ ხელიანი კაცის განკურნება რომ დააპირა, იესომ იქ მყოფ ფარისევლებს ჰკითხა: ‘ნებადართულია შაბათ დღეს კეთილის კეთება?’ მათი დუმილში „არა“ ჩანდა და იესო ‘დამწუხრდა მათი გულქვაობით’ (მარკოზი 3:1–6). ფარისევლები შაბათს შეიძლება მისულიყვნენ გასაჭირში მყოფი ან დაზიანებული შინაური ცხოველის (ფინანსური ღირებულების მქონე) დასახმარებლად, მაგრამ არასოდეს მამაკაცის ან ქალის — თუ ეს არ ეხებოდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. სინამდვილეში, ისინი იმდენად იყვნენ შეპყრობილი ადამიანური წესებითა და ფორმალობებით, რომ ჭიანჭველების მსგავსად, რომლებიც ნახატის გარშემო დარბიან, მათ ვერ დაინახეს მთელი სურათი — ღვთიური პრინციპები (მათე 23:23, 24).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება