საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც მის გზას იცავენ
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • 1952 წელს ციხიდან გამათავისუფლეს. მცირე ხნის შემდეგ გავიცანი გულმოდგინე მქადაგებელი და ნელე. ის პოლონეთის სამხრეთ ნაწილში მსახურობდა პიონერად. მოგვიანებით ნელემ „საფუნთუშეში“ დაიწყო მუშაობა, სადაც ფარულად ლიტერატურა იბეჭდებოდა. ეს რთული დავალება იყო, რაც სიფხიზლესა და თავგანწირვას მოითხოვდა.

  • იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც მის გზას იცავენ
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აგვისტო
    • „საფუნთუშეზე“ ზრუნვა

      იმ პერიოდში „საფუნთუშეზეც“ უნდა მეზრუნა, რომელიც განცალკევებით მდებარეობდა. პოლიცია გამუდმებით გვითვალთვალებდა; ცდილობდა, „საფუნთუშესთვის“ მიეგნო და ლიტერატურის ბეჭდვა შეეჩერებინა. ზოგჯერ ახერხებდნენ კიდეც, მაგრამ აუცილებელი სულიერი საკვების ნაკლებობას არასდროს განვიცდიდით. ნათლად ჩანდა, რომ ჩვენზე იეჰოვა ზრუნავდა.

      ლიტერატურის ბეჭდვა რთული და სახიფათო იყო. ამ საქმის შესასრულებლად ისეთი ძმები იყვნენ საჭირონი, რომლებიც ერთგულებას, სიფხიზლეს, თავგანწირვის სულსა და მორჩილებას გამოავლენდნენ. ასეთი და-ძმების წყალობით „საფუნთუშე“ უსაფრთხოდ მუშაობდა. არალეგალურად ლიტერატურის ბეჭდვისთვის სათანადო ადგილის პოვნა რთული იყო. ზოგი ადგილი მოსახერხებელი იყო, მაგრამ იქაური ძმები ნაკლებად იჩენდნენ წინდახედულებას. იქ კი, სადაც ძმები წინდახედულები იყვნენ, ადგილი არ იყო შესაფერისი. ძმები მზად იყვნენ, დიდი მსხვერპლიც კი გაეღოთ. ძალიან ვაფასებ იმ და-ძმებს, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება