საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • გახმაურებული სასამართლო

      ირკუტსკის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოსკოვის ხელმძღვანელობას მისწერა: „[ირკუტსკის ოლქში იეჰოვას მოწმეები] ფართომასშტაბიან იატაკქვეშა საქმიანობას ეწევიან. 1959 წლის მეორე ნახევარში კა-გე-ბეს აგენტებმა ხუთი არალეგალური სტამბა აღმოაჩინეს“. ეს სტამბები ნაპოვნი იყო ციმბირის ქალაქ ზიმასა და ტულუნში, აგრეთვე კიტოის, ოქტიაბრსკისა და ზალარის სოფლებში. ამას მოჰყვა იმ ძმების დაპატიმრება, რომლებიც ლიტერატურას ბეჭდავდნენ.

      თავიდან დააპატიმრეს ოთხი ძმა, რომელთაც გამომძიებლებმა მოტყუებით ჩამოართვეს წერილობითი ჩვენება ბეჭდვით საქმიანობაზე. შემდეგ კა-გე-ბემ მათი ჩვენებები დაამახინჯა და ადგილობრივ გაზეთებში გამოაქვეყნა. ეს ოთხი ძმა გაათავისუფლეს, სხვა რვა კი დააკავეს. 1960 წლის აპრილში ტულუნში სასამართლო დანიშნეს. კა-გე-ბემ იზრუნა, რომ ეს სასამართლო გახმაურებული, ყველასთვის საჩვენებელი ყოფილიყო. ისინი გეგმავდნენ, რომ ოთხი გათავისუფლებული ძმა ბრალმდებლის მოწმეებად გამოვიდოდნენ. კრებებში ბევრს ისეთი წარმოდგენა შეექმნა, რომ ეს ძმები კა-გე-ბესთან თანამშრომლობდნენ.

      კა-გე-ბეს მიზანი იყო, ამ პროცესით სასამართლოში მისული იეჰოვას მოწმეების რწმენა შეერყია და მოსახლეობა მათ წინააღმდეგ აემხედრებინა. ამ მიზნით კა-გე-ბე სასამართლო პროცესამდე ატარებდა ექსკურსიებს ერთ-ერთ სარდაფში, სადაც წლების მანძილზე ძმები ლიტერატურას ბეჭდავდნენ. მალე ქალაქში ჭორი გავრცელდა იატაკქვეშა „სექტის“ საქმიანობის შესახებ. პროცესს 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები და ტელე-კორესპონდენტები, რომელთაგან ზოგი მოსკოვიდან ჩავიდა. დარბაზში იეჰოვას მოწმეებიც იყვნენ.

      მოსამართლეები დაიბნენ

      მოულოდნელად კა-გე-ბეს გეგმები ჩაიშალა. ძმები, რომლებმაც ადრე ჩვენება მისცეს, მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ამიტომ პროცესის წინა დღეს მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იეჰოვას განსადიდებლად. სასამართლოზე მათ განაცხადეს, რომ ისინი მოატყუეს და მათი ჩვენებები დაამახინჯეს. შემდეგ დასძინეს: „ჩვენ მზად ვართ, ჩვენს ძმებთან ერთად დავსხდეთ ბრალდებულის სკამზე“. ეს იმდენად მოულოდნელი განცხადება იყო, რომ მოსამართლეები დაიბნენ.

      გარდა ამისა, ჯვარედინი დაკითხვის დროს ძმები ისე პასუხობდნენ, რომ სხვა ძმები არ გაეცათ. როცა მოსამართლემ გრიგორი ტიმჩუკს ჰკითხა, ვინ დადგა მის სახლში სტამბა, მან უპასუხა: „მე დავდგი“. „ვინ ბეჭდავდა ლიტერატურას?“ „მე ვბეჭდავდი“. „ვინ ავრცელებდა ლიტერატურას?“ „მე ვავრცელებდი“. ბოლოს, კითხვაზე, ვინ ყიდულობდა ქაღალდს და ვის მოჰქონდა ის, გრეგორიმ უპასუხა: „ამასაც მე ვაკეთებდი“. შემდეგ პროკურორმა უთხრა: „ბოლოს და ბოლოს, ვინა ხარ? უფროსიც შენა ხარ, მომმარაგებელიც და მუშაც?!“

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 136 გვერდზე]

      1959 წელს ჟურნალ „ნიანგში“ დაიბეჭდა თივის ზვინში დამალული ლიტერატურის სურათი

      [სურათი 139 გვერდზე]

      1959 წელს კა-გე-ბემ ამ სახლის სარდაფში სტამბა აღმოაჩინა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება