-
სულიერი ნიშანსვეტი ბიბლია აფრიკულ ენებზესაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 იანვარი
-
-
ბიბლიის კიდევ ერთი თარგმანი ერთ-ერთ აფრიკულ ენაზე 2005 წლის აგვისტოში გამოიცა. ამ თვის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა სამხრეთ აფრიკის ფილიალში „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 76 000-ზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა რამდენიმე აფრიკულ ენაზე. მათ შორის იყო შონა ენაზე გამოცემული ბიბლია, რომლის ტირაჟიც 30 000-ს შეადგენდა. ამ გამოცემის შესახებ გამოცხადდა ზიმბაბვეში ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „ღვთისმოსაწონი მორჩილება“.
ამ ისტორიული თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ფილიალის სტუმრები აღფრთოვანებულები იყვნენ აფრიკულ ენებზე გამოცემული ამ ახალი ბიბლიების ხილვით. „უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე შონა და აფრიკის სხვადასხვა ენაზე ახალი ქვეყნიერების თარგმანის გამოცემაში“, — თქვა ჰლანჰლამ, ბეთელის ოჯახის წევრმა, რომელიც საამკინძაოში მუშაობს. ასეთივე გრძნობა აქვთ სამხრეთ აფრიკის ბეთელის ოჯახის ყველა წევრს.
ახალი ბიბლიები ახლა აფრიკის კონტინენტზე ხალხს უფრო სწრაფად მიეწოდება და თანაც ადგილობრივად მისი გამოცემა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე უცხოეთში დაბეჭდვა და შემოტანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფრიკელებს ახლა აქვთ ბიბლიის ზუსტი თარგმანი, რომელშიც გამოყენებულია ბიბლიის დიდებული ავტორის, იეჰოვა ღმერთის, წმინდა სახელი.
-
-
სულიერი ნიშანსვეტი ბიბლია აფრიკულ ენებზესაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 იანვარი
-
-
[სურათი 13 გვერდზე]
სვაზილენდელი სტუმრები სამხრეთ აფრიკის ფილიალში, სადაც ბიბლიები იბეჭდება.
-