-
ბატონის საბადებელზე ზრუნვასამეფო მსახურება — 1998 | ივნისი
-
-
8 თუმცა შეერთებულ შტატებში ბეჭდვითი საქმე იზრდებოდა, მთელ მსოფლიოს ვერ აკმაყოფილებდა. ამის გამო ომის მომდევნო წლებში ტიპოგრაფიები აღდგა ან ამუშავდა სხვა მრავალ ქვეყანაში: დანიის, დასავლეთ გერმანიის, ინგლისის, კანადის, საბერძნეთის, სამხრეთ აფრიკისა და შვეიცარიის ჩათვლით. 70-იანი წლების დასაწყისისთვის აგრეთვე მათ სიას დაემატა: ავსტრალია, ბრაზილია, იაპონია, ნიგერია, ფილიპინები და ფინეთი. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი წიგნებსაც უშვებდა. აგრეთვე 70-იანი წლების დასაწყისში გალაადის მისიონერების ერთ კლასს ასწავლეს ბეჭდვის ტექნიკა და გაგზავნეს ზოგიერთ ამ ქვეყნებში ადგილობრივი ძმების დასახმარებლად ბეჭდვით საქმეში.
9 იმ ქვეყნების რიცხვმა, სადაც ჟურნალები იბეჭდებოდა 80-იან წლებში, 51-ს მიაღწიაa. ყოველივე ეს ბატონის საბადებლის შესანიშნავად გამოყენების დიდებული მტკიცებაა! სამეფოს საქმის ზრდის რა ნათელი მტკიცებაა! და რა ძლიერი დამოწმებაა მილიონობით იეჰოვას ხელგაშლილი მოწმისთვის, რომლებიც ‘პატივს მიაგებენ იეჰოვას თავიანთი ქონებიდან’! (იგავ. 3:9). დამტკიცდა, რომ ისინი იეჰოვას მიერ ჩაბარებულის კარგი განმგებლები არიან.
-
-
ბატონის საბადებელზე ზრუნვასამეფო მსახურება — 1998 | ივნისი
-
-
სხვადასხვა ორგანიზაციული საჭიროებები
12 ამ ახალმა სისტემებმა შეცვალა მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების ბეჭდვის ორგანიზაციული საჭიროებები. ოფსეტური წესით ქაღალდის რულონზე ბეჭვდა უფრო ჩქარია, ვიდრე ძველი მეთოდით, მაგრამ უფრო ძვირი. კომპიუტერულ სისტემებს კი, რომელთა დახმარებითაც სრულდება ისეთი სამუშაოები როგორიცაა: წერა, თარგმნა, გაფორმება და გრაფიკა ძველ სისტემებთან შედარებით უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამავე დროს ძვირია. მალევე ნათელი გახდა, რომ ხელსაყრელი აღარ იყო 51 სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალების გამოცემა. ამ დროს, კერძოდ კი 90-იან წლებში ‘ერთგულმა გამგებელმა’ ხელახლა გადახედა ვითარებას. რა დასკვნა იქნა გამოტანილი?
13 გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იეჰოვას მოწმეებისა და მათი კეთილმოსურნეების „ქონებიდან“ შესაწირავი უფრო ეფექტურად იქნებოდა გამოყენებული, თუ ბეჭდვითი საქმე გაერთიანდებოდა. ასე რომ, საგამომცემლო ფილიალების რიცხვი თანდათანობით შემცირდა. გერმანიამ იკისრა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემა, ზოგიერთი იმ ქვეყნის ჩათვლითაც კი, რომელსაც ვისაც ადრე საკუთარი სტამბა ჰქონდა. იტალია ამარაგებს ჟურნალებით და სხვა ლიტერატურით აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, ალბანეთისა და საბერძნეთის ჩათვლით. აფრიკაში ჟურნალები ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკაშიღა გამოიცემა. ანალოგიური გაერთიანება მოხდა მთელ მსოფლიოში.
მხედველობაში მისაღები ფაქტორები
14 ჟურნალების გამოცემა 1998 წლის ივლისისთვის შეწყდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვეიცარია. ევროპაში დაბეჭდავს ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ფინეთი და შვედეთი. ამ სახით ზედმეტი ხარჯები აღარ იქნება და შესაწირავები სამეფოს საქმეს საუკეთესო სახით მოხმარდება. როგორ გადაწყდა ის, თუ რომელ ქვეყნებში უნდა გაგრძელდეს გამოცემა და რომელში შეწყდეს? ბატონის საბადებელზე გონივრულად ზრუნვით ‘ერთგულმა განმგებელმა’ ყურადღებით შეაფასა ბეჭდვის პრაქტიკულობა ყველა ადგილში.
15 ყველაზე დიდი მიზეზი, თუ რატომ შეწყდა ბეჭდვა ზოგ ქვეყანაში და გაერთიანდა სხვა ქვეყნებთან, პრაქტიკულობაა. ერთ ქვეყანაში ბეჭდვა რამდენიმე სხვა ქვეყნისთვის უფრო მოხერხებულია და უკეთესად გამოიყენება ძვირი მოწყობილობები. ახლა იქ იბეჭდება, სადაც ფასები დაბალი, მასალა ხელმისაწვდომი და მიწოდებისთვის კარგი პირობებია. ამგვარად ბატონის საბადებელს სწორად იყენებენ. რა თქმა უნდა, ბეჭდვის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში ქადაგება შეწყდება. იქ ისევ იქნება უხვი დაბეჭდილი მასალა ხელმისაწვდომი და ამ ქვეყნებში მცხოვრები ასი ათასობით იეჰოვას მოწმე თავგამოდებით გაუზიარებს მოყვასს ‘მშვიდობის შესახებ კეთილ ცნობას’ (ეფეს. 2:17). უფრო მეტიც, რეორგანიზაციამ სხვა სარგებლობაც მოიტანა.
16 მაგალითად, ერთი სარგებლობა ისაა რომ, თანამედროვე საბეჭდი დაზგების უმეტესობა დანიიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, შვეიცარიიდან გაიგზავნა ნიგერიასა და ფილიპინებში. ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ამ დაზგებზე მომუშავე დახელოვნებულ ძმებს სთხოვეს, გაჰყოლოდნენ დაზგებს და ესწავლებინათ ადგილობრივი ძმებისთვის მათი გამოყენება. ამიტომ, ახლა, ეს ქვეყნები, სხვა ქვეყნების მსგავსად, მაღალი ხარისხის ჟურნალებს იღებენ.
17 დაფიქრდი სხვა სარგებლობაზე: ჟურნალების ბეჭვდის ხარჯი ახლა რამდენიმე ქვეყნით შემოიფარგლება, სადაც ბეჭდვა გრძელდება. შედეგად, იმ ქვეყნებში, სადაც ბეჭდვა შეწყდა, რესურსები ახლა სხვა მიზნებისთვის არის ხელმისაწვდომი, როგორიცაა სამეფო დარბაზების მშენებლობა და ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ძმების დახმარება. ამიტომ ბატონის საბადებლის ყურადღებით გამოყენება ნიშნავს, რომ პავლეს სიტყვები კორინთელებისადმი შეიძლება უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო მასშტაბით: „რადგან არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისთვის. ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათს ნაკლულობას. . . რომ იყოს თანასწორობა“ (2 კორ. 8:13, 14).
18 ასეთი გაერთიანების შედეგად იეჰოვას მოწმეები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ვიდრე ოდესმე. დანიელი მოწმეებისთვის გერმანიაში ჟურნალის გამოცემა არ ქმნის პრობლემებს, თუმცა ისინი ადრე თვითონ ბეჭდავდნენ. ისინი მადლიერნი არიან გერმანელი ძმების მომსახურებით. განაწყენებული არიან გერმანელი იეჰოვას მოწმეები, რომ მათი შესაწირავები დანიის, რუსეთის, უკრაინის ან სხვა ქვეყნების ბიბლიური ლიტერატურით მომარაგებას ხმარდება? რა თქმა უნდა, არა! ისინი მოხარულები არიან იმის ცოდნით, რომ ამ ქვეყნებში ძმების შესაწირავები მოხმარდება სხვა აუცილებელ მიზნებს.
-