საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 99 გვ. 230-გვ. 231 აბზ. 4
  • საპყრობილის ზედამხედველმა ჭეშმარიტება მიიღო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საპყრობილის ზედამხედველმა ჭეშმარიტება მიიღო
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • „ჩამოდი მაკედონიაში“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • სილა — გამხნევების წყარო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • საპყრობილის ზედამხედველი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სილა, სილვანუსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 99 გვ. 230-გვ. 231 აბზ. 4
ფილიპეს ციხეში ყველა საკნის კარი გაიღო, მაგრამ ციხის ზედამხედველი ხედავს, რომ პატიმრები არსად გაქცეულან.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 99

საპყრობილის ზედამხედველმა ჭეშმარიტება მიიღო

ფილიპეში ცხოვრობდა ერთი მოახლე გოგონა, რომელიც დემონით იყო შეპყრობილი. დემონი მას მკითხაობის უნარს აძლევდა. ამით ის ბევრ ფულს შოულობდა თავისი ბატონებისთვის. როდესაც პავლე და სილა ფილიპეში ჩავიდნენ, გოგონა აედევნა მათ და აღარ შორდებოდა. დემონის ძალით გოგონა ყვიროდა: „ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან!“. ბოლოს პავლემ დემონს უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოდი მისგან!“. ის მაშინვე გამოვიდა გოგონასგან.

გოგონას ბატონები მიხვდნენ, რომ ის მკითხაობით ფულს ვეღარ იშოვიდა და ძალიან გაბრაზდნენ. მათ პავლე და სილა სახელმწიფო მოხელეებთან მიიყვანეს და უთხრეს: ეს კაცები კანონს არღვევენ და მთელ ქალაქს თავდაყირა აყენებენ. სახელმწიფო მოხელეებმა ბრძანეს, რომ პავლე და სილა ეცემათ და ციხეში ჩაესვათ. ციხის ზედამხედველმა ბორკილები დაადო მათ და ყველაზე ბნელ და ღრმა ადგილას ჩაყარა ისინი.

შუაღამისას პავლე და სილა იეჰოვას სადიდებელს უმღეროდნენ, პატიმრები კი უსმენდნენ მათ. უეცრად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ციხის ყველა საკნის კარი გაიღო და პატიმრებს ბორკილები დასცვივდათ. ციხის ზედამხედველი საპატიმროში შევარდა და ნახა, რომ ყველა კარი ღია იყო. ის ფიქრობდა, რომ ყველა პატიმარი გაქცეული იქნებოდა, ამიტომ მახვილი ამოიღო და თავის მოკვლა დააპირა.

პავლემ გასძახა მას: თავს არაფერი დამართო, ყველანი აქა ვართ. ზედამხედველი პავლესა და სილას საკანში შევარდა, მათ წინ დაემხო და ჰკითხა: „ბატონებო, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“. მათ მიუგეს: შენ და შენმა ოჯახმა იესო უნდა ირწმუნოთ. ამის შემდეგ პავლემ და სილამ საპყრობილის ზედამხედველსა და მთელ მის ოჯახს იეჰოვას სიტყვა ასწავლეს. ყველა მათგანი მოინათლა.

„შეგიპყრობენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებს გადაგცემენ და საპყრობილეებში ჩაგყრიან, წაგიყვანენ მეფეებთან და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ“ (ლუკა 21:12, 13).

კითხვები: რატომ დააპატიმრეს პავლე და სილა? როგორ გაიგო ციხის ზედამხედველმა ჭეშმარიტება?

საქმეები 16:16–34

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება