საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შესაძლებელია აღმოიფხვრას დამნაშავეობა?
    გამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
    • დანაშაულის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით დოქტორ სტენტონ სამენოუ წერს: „მას შემდეგ, რაც კაცი პატიმრობას გამოცდის, [დამნაშავე] შესაძლოა უფრო გამჭრიახი და ფრთხილი გახდეს, მაგრამ საზოგადოებისთვის სასარგებლოს არაფერს აკეთებდეს და კვლავ ბოროტმოქმედებას სჩადიოდეს. დამნაშავეთა ხელმეორედ დაპატიმრების დაბალი სტატისტიკური მონაცემები იმის მაჩვენებელი კი არ არის, თუ რამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი, არამედ იმისა, თუ რამდენმა არ გამოავლინა სათანადო სიფრთხილე“. ასე რომ, დამნაშავეებისთვის ხშირად ციხე იმ სკოლად იქცევა, რომელიც თავისთავად ეხმარება და წვრთნის ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განსახორციელებლად (იხილეთ ჩარჩო „არის ციხეები ბოროტმოქმედების სკოლები?“, მე-7 გვერდზე).

  • შესაძლებელია აღმოიფხვრას დამნაშავეობა?
    გამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
    • [ჩარჩო⁄სურათი 6, 7 გვერდებზე]

      „ორ წელიწადში ისევ ციხეში“

      ლონდონის „ტაიმზში“ ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბრიტანეთში სახლის გატეხვისა და ქურდობისთვის დაპატიმრებულთა 70 პროცენტზე მეტი ორ წელიწადში ისევ ციხეში ხვდებოდა. მრავალ დანაშაულს ნარკომანები სჩადიან, რათა იშოვონ ძვირად ღირებული და ზიანის მომტანი ნარკოტიკებისთვის საჭირო თანხა.

      [ჩარჩო 7 გვერდზე]

      არის ციხეები „ბოროტმოქმედების სკოლები“?

      „ციხეები ბოროტმოქმედების სკოლებია“, — წერს ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ბრაიტვაიტი (Law Review). თავის წიგნში დოქტორ სტენტონ სამენოუ აღნიშნავს, რომ „ბოროტმოქმედთა უმრავლესობა გამოცდილებას იძენს“, მაგრამ არა საზოგადოებისთვის სასურველს (Inside the Criminal Mind). ის წერს: „ციხეში ადამიანს აქვს ბევრი დრო და კარგი შესაძლებლობა, გახდეს უკეთესი ბოროტმოქმედი . . . ზოგი ბოროტმოქმედებაში ოსტატდება და ისე სჩადის მძიმე დანაშაულს, რომ დანაშაულის კვალს არ ტოვებს“.

      თავისი წიგნის ბოლო თავებში სამენოუ წერს: „პატიმრობა არ ცვლის დამნაშავის ძირითად პიროვნულ თვისებებს. ციხეშია თუ გარეთ, ის ეძებს ახალ კავშირებს, იხვეწება ბოროტმოქმედებაში და საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს“. ერთმა ახალგაზრდა ბოროტმოქმედმა თქვა: „პატიმრობამ ბოროტმოქმედების მასწავლებლის კვალიფიკაცია მომანიჭა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება