-
შენი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
10, 11. ა) როგორ შეხვდა ერთი და ერთგულების გამოცდას? ბ) რა პასუხი გასცა მან სატანას?
10 მაგალითად მოვიყვანოთ ვალენტინა გარნოვსკაიას შემთხვევა. ის ერთ-ერთი იყო იმ მრავალ რუს და-ძმას შორის, რომლებმაც იობის მსგავსად მძიმე განსაცდელების მიუხედავად უმწიკვლობა შეინარჩუნეს. 1945 წელს 20 წლის ვალენტინას ერთმა ძმამ უქადაგა. მათ კიდევ ორჯერ ისაუბრეს ბიბლიურ თემებზე, რის შემდეგაც ეს ძმა აღარ გამოჩენილა. მიუხედავად ამისა, ვალენტინამ მეზობლებთან დაიწყო ქადაგება. ამის გამო ის დააპატიმრეს და რვა წელი შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს. 1953 წელს, გათავისუფლების შემდეგ ის მაშინვე შეუდგა ქადაგებას, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს და ამჯერად ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. წლების შემდეგ ის ერთი ბანაკიდან მეორეში გადაიყვანეს, სადაც შეხვდა დებს, რომლებსაც ბიბლია ჰქონდათ. ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთმა დამ ვალენტინას ბიბლია აჩვენა. მისთვის ეს დაუვიწყარი წუთები იყო. ერთადერთი ბიბლია, რომელიც მას მანამდე ჰქონდა ნანახი, იყო იმ ძმის ბიბლია, რომელმაც მას 1945 წელს უქადაგა.
11 ვალენტინა 1967 წელს გაათავისუფლეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მან იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მონათვლა. ის მაქსიმალურად იყენებდა თავისუფლებას და გულმოდგინედ ქადაგებდა 1969 წლამდე, ვიდრე არ დააპატიმრეს და სამწლიანი პატიმრობა არ მიუსაჯეს. ვალენტინას ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია ქადაგება. სიკვდილამდე (2001 წლამდე) ის 44 ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. მან 21 წელი გაატარა ციხეებსა და შრომა-გასწორების კოლონიებში. ვალენტინამ ყველაფერზე უარი თქვა, მათ შორის თავისუფლებაზე, რათა ბოლომდე ერთგული დარჩენილიყო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: „ჩემი კუთხე არასდროს მქონია. მთელი ჩემი ნივთები ერთ ჩემოდანში ეტეოდა, მაგრამ იეჰოვას მსახურებით ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი“. რა შესანიშნავად გასცა ვალენტინამ პასუხი სატანას, რომლის მტკიცებითაც განსაცდელების დროს ადამიანი არ დარჩება ღვთის ერთგული! (იობ. 1:9—11) გვჯერა, რომ მან გული გაუხარა იეჰოვას და ისიც მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა ვალენტინასა თუ სხვა ერთგულ მსახურებს აღდგომის მეშვეობით სიცოცხლეს დაუბრუნებს (იობ. 14:15).
-
-
შენი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
[სურათი 10 გვერდზე]
ვალენტინამ ყველაფერი დათმო, ღვთის ერთგული რომ დარჩენილიყო
-