საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • იმ პერიოდში ჩვენ ორიგინალებს უსაფრთხო ადგილას ვინახავდით და ასლებს ვაკეთებდით. ზოგს კოლონიის ადმინისტრატორის კაბინეტში ღუმელში ვმალავდით. ძმებმა, რომელთაც მისი კაბინეტის დასუფთავება ევალებოდათ, ღუმელში პატარა სათავსო გააკეთეს, სადაც „საგუშაგო კოშკის“ ორიგინალებს ვინახავდით. როგორც არ უნდა გავეჩხრიკეთ, ორიგინალები უსაფრთხოდ ინახებოდა ადმინისტრატორის კაბინეტში».

      ძმები ლიტერატურის დამალვის ოსტატები გახდნენ. ერთ-ერთი მოსახერხებელი სამალავი ფანჯრის რაფა იყო. ძმები ლიტერატურას კბილის პასტის ტუბშიც კი მალავდნენ. მხოლოდ ორმა-სამმა ძმამ თუ იცოდა, სად ინახებოდა ორიგინალები. როცა საჭიროება მოითხოვდა, ძმას გამოჰქონდა ორიგინალი და გადაწერის შემდეგ უკან აბრუნებდა. ამგვარად, ორიგინალები ყოველთვის უსაფრთხო ადგილას იყო.

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • „ერთხელ ჯარისკაცებმა ძმები გაიყვანეს მორდვეთის მე-19 კოლონიის ტერიტორიიდან და საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. ყველა გააშიშვლეს და ფეხსახვევებიც კი მოახსნევინეს. ძმებს ფურცლები ფეხისგულებზე ჰქონდათ მიწებებული, ამიტომ ისინი ვერ უპოვეს. მათ ასევე ძალიან პატარა ბუკლეტები გააკეთეს, რომელთა დამალვაც თითებში შეიძლებოდა. როდესაც მცველებმა ძმებს ხელების აწევა უბრძანეს, თითებში დამალული ბუკლეტები ვერ შენიშნეს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება