-
შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამსგამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
-
-
იდგა 1941 წელი. მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. მე 23 წლის ავსტრალიელი დედა ვიყავი, მაგრამ სამხერთ როდეზიის ქალაქ გველოში (ამჟამად გვერუ ზიმბაბვეში) ჩემს ხუთი თვის ბავშვთან ერთად ციხეში ვიჯექი. ჩემი მეუღლე კი სოლზბერის (ამჟამად ჰარარე) ციხეში იმყოფებოდა. ჩვენს ორ სხვა შვილს, რომელთაგანაც პირველი ორის, ხოლო მეორე სამი წლის იყო, ჩემი ორი მოზარდი გერი უვლიდა. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, როგორ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში.
-
-
შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამსგამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
-
-
მე და ბერტს გვაპატიმრებენ
თვეში ერთხელ ჩვენი სახლიდან დაახლოებით 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბულავაიოში მივემგზავრებოდით, რომ ბანკისთვის ოქრო მიგვეყიდა. აგრეთვე მივდიოდით ფილაბუსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ გვანდაში, რათა საკვები მოგვემარაგებინა და მონაწილეობა მიგვეღო მსახურებაში. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, სამქადაგებლო საქმიანობა სამხრეთ როდეზიაში ოფიციაულურად აიკრძალა.
ცოტა ხნის შემდეგ გვანდაში ქადაგების დროს დამაპატიმრეს. იმ დროს მესამე შვილზე, ესტრელაზე, ვიყავი ფეხმძიმედ. სანამ ჩემს საჩივარს განიხილავდნენ, ბერტიც დააპატიმრეს ქადაგების გამო და სოლზბერის ციხეში ჩასვეს, რომელიც ჩვენი სახლიდან დაახლოებით 300 კილომეტრით იყო დაშორებული.
იმ პერიოდში ჩვენს ოჯახში რთული მდგომარეობა იყო: პიტერი დიფთერიით იყო დაავადებული და ბულავაიოს საავადმყოფოში იწვა. საეჭვო იყო, გადარჩებოდა თუ არა. მე ახალი ნამშობიარები ვიყავი და ჩემმა მეგობარმა საავადმყოფოდან ციხეში წამიყვანა, რომ ბერტისთვის მეჩვენებინა ესტრელა, მისი ახალშობილი ქალიშვილი. მოგვიანებით, როცა ჩემი საჩივარი უარყოფილ იქნა, ჩემს მიმართ კეთილგანწყობილმა შეძლებულმა ინდოელმა მაღაზიის მფლობელმა სათავდებო გირაო გადამიხადა, რის შემდეგაც დროებით გამანთავისუფლეს. დრომ რომ მოაწია, სამი პოლიციელი მოვიდა ჩემს წასაყვანად ციხეში. მათ მომცეს არჩევნის უფლება. მე შემეძლო ჩემი ხუთი თვის ბავშვი წამეყვანა ციხეში ან დამეტოვებინა სახლში, სადაც ლაიელი და დონოვანი მოუვლიდნენ. ვამჯობინე თან წამეყვანა.
საპატიმროში ტანსაცმლის დაკერება და გასუფთავება დამევალა. ესტრელას მოვლაში ძიძა მეხმარებოდა. ის იყო ჩემი ახალგაზრდა თანაპატიმარი, სახელად მატოსი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის მუდმივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. როცა გაიგო, რომ მათავისუფლებდნენ, ტირილი დაიწყო, რადგან ვეღარ შეძლებდა ესტრელას მოვლას. ციხის ზედამხედველმა ქალმა სასაუზმოდ მიმიყვანა და შემდეგ მატარებელში ჩამსვა, რათა ბერტი მომენახულებინა სოლზბერის ციხეში.
სანამ მე და ბერტი ციხეში ვიყავით, პატარა პიტერსა და პოლინზე ლაიელი და დონოვანი ზრუნავდნენ. თუმცა დონოვანი მხოლოდ 16 წლის იყო, ის განაგრძობდა ჩვენ მიერ წამოწყებულ ოქროს სამთომომპოვებლურ მრეწველობასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
-