საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • დაპატიმრება

      თაბაშირი 1953 წელს მომხსნეს. სიფრთხილის მიუხედავად, სუკ-ს მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ სულიერი საქმიანობით ვიყავი დაკავებული და ბიბლიურ ლიტერატურას ვამრავლებდი. შედეგად სხვა მოწმეებთან ერთად 12-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს ტყვეთა ბანაკში. სასამართლოს მსვლელობისას შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, იეჰოვა ღმერთისა და კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებული მისი დიდებული განზრახვების შესახებ დაგვემოწმებინა.

      საბოლოოდ პატიმრები შორეულ აღმოსავლეთში, ასობით კილომეტრის მოშორებით, ირკუტსკთან ახლოს მდებარე ბანაკებში გადაგვიყვანეს. ეს ბანაკები იმ პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც საბჭოთა კავშირის მტრებად მიიჩნევდნენ. 1954 წლის 8 აპრილიდან 1960 წლის დასაწყისამდე 12 ასეთ ბანაკში მომიწია ყოფნა. ამის შემდეგ დასავლეთით, 3 000–ზე მეტი კილომეტრის მოშორებით, მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში გადამიყვანეს, რომელიც მოსკოვის სამხრეთ–აღმოსავლეთით დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობდა. იქ შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან გადმოსახლებულ ერთგულ მოწმეებს შევხვედროდი.

      საბჭოთა მთავრობამ დაინახა, რომ, როდესაც მოწმეებს სხვა პატიმრებთან ურთიერთობის ნება დართეს, მათგან ზოგი იეჰოვას მოწმე გახდა. ამიტომ მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში, რომელიც შრომა–გასწორების კოლონიებისგან შედგებოდა და დაახლოებით 30 კილომეტრზე იყო გაშენებული, გადაწყვიტეს, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით გავეყვანეთ. ჩვენს კოლონიაში 400–ზე მეტი მოწმე ვიყავით. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სხვა კოლონიაში, სულ ცოტა, 100 და იყო.

      აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი ქრისტიანული შეხვედრების ჩატარებაში და ბანაკში ფარულად შემოსული ბიბლიური ლიტერატურის გამრავლებაში. ციხის ზედამხედველებს არც ეს დარჩენიათ შეუმჩნეველი. მალევე, 1961 წლის აგვისტოში მოსკოვის ჩრდილო–აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით, ვლადიმირის ციხეში გადამიყვანეს. ამ ციხეში, ძირითადად, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები ისხდნენ. აქ 1962 წლის თებერვლამდე აშშ–ის პილოტი ფრანსის გარი პაუერიც იჯდა, რომელმაც 1960 წლის 1 მაისს დაზვერვის მიზნით რუსეთს გადაუფრინა.

      ვლადიმირის ციხეში ყოფნისას ძალიან ცოტას გვაჭმევდნენ, რომ არ მოვმკვდარიყავით. ამას თავი ადვილად გავართვი, რადგან შიმშილობა ახალგაზრდობაშიც მქონდა გამოცდილი, მაგრამ გაცილებით რთული 1961—1962 წლების მკაცრი ზამთარი აღმოჩნდა. ჩემს საკანში გასათბობი საშუალება მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა. როდესაც ექიმმა დაინახა, რომ საშიშროება მემუქრებოდა, ჩემი სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვა. იქ რამდენიმე კვირა ვიყავი, სანამ ცოტა არ დათბა.

      გამოცდების დროს გაძლიერებული

      ციხის ზედამხედველები იმედოვნებდნენ, რომ ციხეში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ პატიმარს უარყოფითი აზრები სასოწარკვეთილებაში ჩააგდებდა. მაგრამ მე განუწვეტლივ ვლოცულობდი და ვგრძნობდი, როგორ მაძლიერებდა იეჰოვა თავისი წმინდა სულით და ბიბლიური მუხლებით, რომლებიც იმ პერიოდში მახსენდებოდა.

      ვლადიმირის ციხეში ყოფნისას განსაკუთრებით პავლეს სიტყვებზე ვფიქრობდი: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ“ (2 კორინთელები 4:8—10). ერთი წლის შემდეგ კვლავ მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში დამაბრუნეს. 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1966 წლის 8 აპრილს, გამანთავისუფლეს. დახასიათებაში ჩამიწერეს, რომ „შეუძლებელი იყო ჩემი გამოსწორება“. ეს ჩემთვის იმის დამადასტურებელი იყო, რომ იეჰოვასადმი ერთგულება შევინარჩუნე.

      ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ვახერხებდით საბჭოთა ბანაკებსა და ციხეებში ბიბლიური ლიტერატურის მიღებასა და გამრავლებას, მაშინ როცა ამის გაკეთება აკრძალული გვქონდა. ერთმა ლატვიელმა პოლიტპატიმარმა, რომელიც 4 წელი იჯდა ქალთა ბანაკში, აღნიშნა, რომ ეს იდუმალებით მოცული იყო. გათავისუფლების შემდეგ, 1966 წელს, მან დაწერა: „მოწმეები როგორღაც ახერხებდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ლიტერატურის მიღებას. თითქოს ღამით ანგელოზები მოფრინავდნენ და მათთვის ლიტერატურა მოჰქონდათ“. მართლაც, მხოლოდ ღვთის დახმარებით იყო შესაძლებელი ჩვენი ქრისტიანული მსახურების შესრულება!

  • მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • 1983 წელს, როდესაც ლიდია 10 წლის იყო, ყოფილმა მოწმემ სუკ-ის აგენტებზე ჩემი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იმ დროისთვის თითქმის ათი წელი იყო, რაც მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი აღმოსავლეთ უკრაინაში. მოწინააღმდეგეებმა შეძლეს სასამართლოზე ცრუ მოწმეების მოყვანა. შედეგად 5 წლით პატიმრობა მომისაჯეს.

      ციხეში სხვა მოწმეებისგან განცალკევებით მომათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე წელი გაგრძელდა, ვერავინ და ვერაფერმა შეძლო იეჰოვასგან ჩემი ჩამოშორება; ის ყოველთვის მაძლიერებდა. სხვა პატიმრებთან მაინც ვახერხებდი ქადაგებას. ციხიდან 4 წლის შემდეგ გამათავისუფლეს და კვლავ დავუბრუნდი ცოლსა და ქალიშვილს, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება