საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღმერთია ჩემი მფარველი და ძალა
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
    • „ჰიტლერის მმართველობის ქვეშ გატარებული ცხრა წელიწადი კარგ სახელს გიქმნით, — თქვა კომუნისტმა მოსამართლემ. — თქვენ ნამდვილად ომის წინააღმდეგი იყავით, მაგრამ ახლა ჩვენი მშვიდობის წინააღმდეგი ხართ!“

      ის გულისხმობდა ნაცისტების მიერ ჩემს ადრინდელ დაპატიმრებას და სოციალიზმს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თავიდან ენა ჩამივარდა, შემდეგ კი ვუპასუხე: „მშვიდობისთვის ქრისტიანი არ იბრძვის სხვების მსგავსად. მე, უბრალოდ, ვცდილობ, მივყვე ბიბლიურ ბრძანებას — მიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ღვთის სიტყვა მეხმარება, მშვიდობა შევინარჩუნო სიტყვასა და საქციელში“.

      იმ დღეს, 1951 წლის 4 სექტემბერს, კომუნისტებმა რვაწლიანი პატიმრობა მომისაჯეს — ნაცისტური რეჟიმის დროს მიღებულ სასჯელთან შედარებით ერთი წლით ნაკლები.

  • ღმერთია ჩემი მფარველი და ძალა
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
    • მტრის პასუხი — ციხე

      ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი წლის შემოდგომამდე შესაძლებელი იყო „საგუშაგო კოშკის“ ფარული გამოცემა კემნიცში. შემდეგ ასლების გასამრავლებელი მანქანა მადნიან მთებზე, ბაიერფელტში, უნდა გადაეტანათ, სადაც მას ლიტერატურის გასამრავლებლად 1936 წლის აგვისტომდე იყენებდნენ. მე და კეტე ასლებს ვუნაწილებდით ძმებს, რომელთა მისამართებსაც მამა გვაძლევდა. გარკვეული დროის მანძილზე ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ შემდეგ გესტაპომ მეთვალყურეობის ქვეშ ამიყვანა, 1936 წლის აგვისტოში კი ჩემს სახლში დამაკავა და სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში ვყავდი.

      ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტი წლის თებერვალში 25 ძმა და 2 და საქსონიაში საგანგებო სასამართლოს წინაშე წარვდექით. გამოცხადდა, რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია დივერსიული იყო. ძმებს, რომლებიც „საგუშაგო კოშკს“ ამრავლებდნენ, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მე ორი წელი მომცეს.

      სასჯელის სრული მოხდის შემდეგ, გათავისუფლების ნაცვლად, გესტაპომ დამაკავა. ჩემგან მოელოდნენ ხელის მოწერას განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მეტად აღარ ვიმოქმედებდი როგორც იეჰოვას მოწმე. მე გადაჭრით ვთქვი უარი, რაზეც ოფიცერი გაცოფდა, ფეხზე წამოხტა და დაპატიმრების ორდერი მომცა. ორდერი სურათზეა ნაჩვენები. მშობლების ნახვის უფლების გარეშე დაუყოვნებლივ წამიყვანეს ქალთა პატარა საკონცენტრაციო ბანაკში ლიხტენბურგში, მდინარე ელბაზე. მალე ამის შემდეგ შევხვდი კეტეს. 1936 წლის დეკემბრიდან ის მოურინგენში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში იყო, მისი დაკეტვის შემდეგ კი მრავალ სხვა დასთან ერთად ლიხტენბურგში მოხვდა. მამაჩემიც დაპატიმრებული იყო და 1945 წლამდე აღარ მინახავს.

      ლიხტენბურგში

      მე უფლება არ მქონდა შევერთებოდი სხვა მოწმე ქალებს, რადგან ისინი ამა თუ იმ მიზეზის გამო ისჯებოდნენ. ერთ დიდ ოთახში შევნიშნე პატიმრების ორი ჯგუფი — ქალები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მაგიდებთან ისხდნენ, და მოწმეები, რომლებიც მთელი დღე ტაბურეტებზე უნდა მსხდარიყვნენ და რომლებსაც არაფერი ეძლეოდათ საჭმელადb.

      მე მზადყოფნით ვიღებდი ნებისმიერ სამუშაო დავალებას იმ იმედით, რომ იქნებ როგორღაც კეტე შემხვედროდა. ასეც მოხდა. ის ორ სხვა პატიმართან ერთად სამუშაოდ მიდიოდა, როცა ერთმანეთს შევხვდით. მე, სიხარულით აღფრთოვანებულმა, მაგრად ჩავიკარი გულში. მაგრამ მცველმა ქალმა მაშინვე გვიჩივლა. ჩვენ დაგვკითხეს და იმ დროიდან ერთმანეთს დაგვაშორეს. ეს უკიდურესად ძნელი იყო.

      ვერ ვივიწყებ ლიხტენბურგში მომხდარ კიდევ ორ შემთხვევას. ერთხელ შიდა ეზოში ყველა პატიმარი უნდა შევკრებილიყავით, რათა რადიოში ჰიტლერის ერთ-ერთი პოლიტიკური სიტყვა მოგვესმინა. იეჰოვას მოწმეებმა უარი ვთქვით, რადგანაც პატრიოტულ ცერემონიებს ჰქონდა ადგილი. ამიტომ მცველებმა ჰიდრანტიდან სახანძრო შლანგებით წყლის ძლიერი ნაკადი მოგვიშვეს და ამ უმწეო ქალებს მეოთხე სართულიდან შიდა ეზომდე გვდიეს. იქ თავიდან ფეხებამდე გალუმპულები უნდა ვმდგარიყავით.

      მეორე შემთხვევისას მე, გერტრიუტ ემესა და გერტელ ბიურლენს გვიბრძანეს, კომენდანტის შტაბის განათება დეკორატიულად მოგვეწყო, რადგანაც ჰიტლერის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ჩვენ უარი ვთქვით, ვინაიდან მივხვდით სატანის ტაქტიკურ მცდელობას — პატარა საკითხებში კომპრომისზე წასვლით უმწიკვლოების დარღვევამდე მივეტყუებინეთ. დავისაჯეთ იმით, რომ თითოეულ ახალგაზრდა დას შემდეგი სამი კვირა სამარტოო ტუსაღობაში უნდა გაგვეტარებინა პატარა, ბნელ საკანში. მაგრამ იეჰოვა ჩვენთან ახლოს დარჩა და ამ საშინელ ადგილზეც კი გამოავლინა, რომ მფარველს წარმოადგენს.

      რავენსბრიუკში

      ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი წლის მაისში ლიხტენბურგში მყოფი პატიმრები რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაგვიყვანეს. იქ რამდენიმე სხვა მოწმე დასთან ერთად სამრეცხაოში გამანაწილეს. მალე იმის შემდეგ, რაც ომმა იფეთქა, ჩვენგან სვასტიკიანი ბაირაღების შეგროვებას მოელოდნენ, რაზეც უარი ვთქვით. შედეგად, ორს, მილხენ ერნსტსა და მე, კატორღა მოგვისაჯეს. ეს სასჯელის ერთ-ერთი უსასტიკესი ფორმა იყო და ნიშნავდა, რომ მძიმე სამუშაო უნდა შეგვესრულებინა ყოველდღე, კვირასაც კი, რა ამინდიც არ უნდა ყოფილიყო. ჩვეულებრივ, მაქსიმალური განაჩენი სამი თვე იყო, მაგრამ ჩვენ ერთი წელი დაგვტოვეს. იეჰოვას დახმარების გარეშე ვერაფერი გადამარჩენდა.

      ათას ცხრაას ორმოცდაორ წელს პატიმრებს პირობები ცოტათი შეგვიმსუბუქდა და ბანაკთან ახლოს მცხოვრები ესესელის ოჯახის შინამოსამსახურედ დამნიშნეს. ოჯახმა გარკვეული თავისუფლება მომცა. მაგალითად, ერთხელ, როცა ბავშვები სასეირნოდ მიმყავდა, შევხვდი იოზეფ რეივალდსა და გოტფრიტ მეილჰორნს, იისფერ სამკუთხედებიან ორ პატიმარს, რომლებთანაც რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვის გაცვლა-გამოცვლა შევძელიc.

  • ღმერთია ჩემი მფარველი და ძალა
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
    • კიდევ ერთხელ აკრძალვასა და პატიმრობაში

      მაგდებურგი გერმანიის იმ ნაწილშია, რომელიც კომუნისტების მეთვალყურეობის ქვეშ მოხვდა. 1950 წლის 31 აგვისტოს მათ აკრძალეს ჩვენი საქმიანობა და დაკეტეს მაგდებურგის ბეთელი. ამგვარად დასრულდა ბეთელში ჩემი მსახურება, რომელიც ძვირფასი სწავლის დრო იყო. მე კემნიცში დავბრუნდი გადაწყვეტილებით — კომუნისტების მმართველობის დროსაც კი მაგრად ჩავჭიდებოდი ჭეშმარიტებას და მეუწყებინა ღვთის სამეფო, როგორც დიდ გასაჭირში მყოფი კაცობრიობის ერთადერთი იმედი.

      ათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი წლის აპრილში ძმასთან ერთად ბერლინს გავემგზავრე „საგუშაგო კოშკის“ ასლების მოსაგროვებლად. დაბრუნებისას თავზარი დაგვცა იმის დანახვამ, რომ კემნიცში რკინიგზის სადგური სამოქალაქო პოლიციის ალყაში იყო. უდავოა, ისინი ჩვენ გველოდნენ და ადგილზევე დაგვაკავეს.

      წინასამსჯავრო დაკავებისთანავე თან მქონდა იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ რამდენიმე წელი ნაცისტების მიერ ვიყავი დაპატიმრებული. შედეგად, მცველები პატივისცემით მეპყრობოდნენ. ერთმა მთავარმა მცველმა ქალმა თქვა: „იეჰოვას მოწმეები ბოროტმოქმედები არა ხართ; ციხე სათქვენო არ არის“.

      ერთხელ ის ჩემს საკანში შემოვიდა, სადაც ორ სხვა დასთან ერთად ვიყავი, და ერთ-ერთი საწოლის ქვეშ სხვებისთვის შეუმჩნევლად რაღაც დადო. რა იყო ეს? მისი საკუთარი ბიბლია, რომელზეც ნება დაგვრთო, რომ გვქონოდა. სხვა შემთხვევისას მან ჩემს მშობლებს მიაკითხა სახლში, რადგანაც ისინი ციხესთან ახლოს ცხოვრობდნენ. მან წამოიღო „საგუშაგო კოშკის“ ეგზემპლარები და ცოტა საჭმელი, ტანსაცმლის ქვეშ დამალა და ყველაფერი ფარულად შემოიტანა ჩემს საკანში.

      კიდევ არის რაღაც, რაც მინდა, რომ გავიხსენო. ზოგჯერ კვირა დღეს დილაობით ჩვენს თეოკრატიულ სიმღერებს ისე ხმამაღლა ვმღეროდით, რომ სხვა პატიმრები თითოეულ სიმღერას სიამოვნებით ხვდებოდნენ ტაშით.

      ძალა და დახმარება იეჰოვასგან

      ათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი წლის 4 სექტემბერს სასამართლოს მსვლელობისას მოსამართლემ ამ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული რამ თქვა. პატიმრობა ვალტჰაიმში მოვიხადე, შემდეგ ჰალეში, ბოლოს კი ჰოუენეკში. თითო-ოროლა მოკლე შემთხვევა გვაჩვენებს, როგორ იყო იეჰოვა ჩვენთვის, იეჰოვას მოწმეებისთვის, მფარველი და ძალა და როგორ გვამხნევებდა მისი სიტყვა.

      ვალტჰაიმის ციხეში ყველა მოწმე და ერთ დიდ ოთახში ვიკრიბებოდით რეგულარულად, რათა შეგვძლებოდა ქრისტიანული შეხვედრების ჩატარება. ფანქარი და ქაღალდი არ იყო ნებადართული, მაგრამ ზოგმა დამ ქსოვილის რამდენიმე ნაჭერი იშოვა, ერთმანეთს გადააკერა და ზედ დაწერა 1953 წლის წლიური მუხლი — „თაყვანი ეცით იეჰოვას წმინდა მორთულობით“ (ფსალმუნი 29:2, American Standard Version [28:2]).

      მოულოდნელად თავს წამოგვადგა ერთი მცველი ქალი და დაუყოვნებლივ გაგვცა. ციხის უფროსი მოვიდა და დებიდან ორს გვითხრა, მაღლა აგვეწია წლიური მუხლი. „ვინ გააკეთა ეს? — იკითხა მან. — რას ნიშნავს?“

      ერთ დას უნდოდა, საკუთარ თავზე აეღო დანაშაული, მაგრამ სწრაფად გადავუჩურჩულეთ ერთმანეთს და შევთანხმდით, პასუხისმგებლობა ყველას აგვეღო. ასე რომ, ვუპასუხეთ: „ეს რწმენის გასაძლიერებლად გავიკეთეთ“. გადაკერილი ნაჭერი ჩამოგვერთვა და სასჯელის მიზნით ჭამა აგვეკრძალა. მაგრამ მთელი დაკითხვის განმავლობაში დებს მაღლა აწეული ეჭირათ ის, რათა შეგვძლებოდა გონებაში ჩაგვებეჭდა გამამხნევებელი მუხლი.

      როცა ვალტჰაიმში ქალების ციხე დაიკეტა, დები ჰალეში გადაგვიყვანეს. აქ ამანათების მიღების უფლება გვქონდა და რა იყო მამაჩემის მიერ გამოგზავნილ ფლოსტებში ჩაკერილი? „საგუშაგო კოშკის“ სტატიები! ჯერ კიდევ მახსოვს ისინი, სათაურით — „ნამდვილი სიყვარული რეალურია“ და „სიცრუეს სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვება“. ეს და სხვა სტატიები ნამდვილად დელიკატესი იყო და ფარულად ერთმანეთისთვის გადაცემისას თითოეული საკუთარ ჩანაწერებს აკეთებდა.

      რეიდის დროს ერთმა მცველმა ქალმა ჩალის ლეიბში დამალული პირადი ჩანაწერები მიპოვა. მოგვიანებით მან დასაკითხად გამომიძახა და მითხრა, რომ ზუსტად სურს სტატიის — „იეჰოვას მოშიშთა პერსპექტივები 1955 წლისთვის“ — მნიშვნელობის გაგება. მას, კომუნისტს, დიდად აწუხებდა თავისი ლიდერის, სტალინის, დაღუპვა 1953 წელს და მისთვის მომავალი პირქუშად გამოიყურებოდა. ჩვენთვის მომავალი რამდენადმე გააუმჯობესებდა ციხის პირობებს, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი ეს. მე დარწმუნებით ავუხსენი, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის პერსპექტივები საუკეთესოა. რატომ? ციტირება გავუკეთე სტატიის ბიბლიურ მუხლს, ფსალმუნის 111:7-ს: „ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე“.

      იეჰოვა ჩემი მფარველი და ძალა რჩება

      სერიოზული ავადმყოფობის შედეგად 1957 წლის მარტში ციხიდან ორი წლით ადრე გამათავისუფლეს. აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო მოხელეები კვლავ მავიწროებდნენ იეჰოვას მსახურებაში მონაწილეობისთვის. ამიტომ 1957 წლის 6 მაისს გამოვიყენე შესაძლებლობა, რომ გავქცეულიყავი დასავლეთ ბერლინში, იქიდან კი დასავლეთ გერმანიაში გადავედი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება