-
იეჰოვაა ჩემი მფარველი და ძალასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 თებერვალი
-
-
მას შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რასაც თან სდევდა დაპატიმრებები და ციხეში ჩასმა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩემს საცოლეს უთხრეს „თუ მასზე გათხოვდები, აუცილებლად ციხეში მოხვდები!“. თუმცა ასეთი შემთხვევების ატანა არცთუ ისე ძნელი იყო. ციხეში ღამის გატარების შემდეგ, ჩვეულებრივ, ერთ-ერთ თანაქრისტიან მოწმეს თავდებით გამოვყავდით იქიდან.
-
-
იეჰოვაა ჩემი მფარველი და ძალასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 თებერვალი
-
-
რაც უფრო მეტად ვიღებდი მონაწილეობას სამქადაგებლო მსახურებაში, მით უფრო ხშირი სტუმარი ვიყავი საპატიმროშიც. ერთხელ მე და მაიკ მილერი, დიდი ხნის მანძილზე იეჰოვას ერთგული მსახური, ერთ საკანში მოგვათავსეს. ჩვენ ცემენტის იატაკზე დავსხედით და ლაპარაკი დავიწყეთ. სულიერ თემაზე ამ აღმშენებლობითმა საუბარმა დიდად გამაძლიერა. მოულოდნელად ასეთმა აზრმა გამიელვა „რა საშინელება იქნებოდა, ჩვენს შორის გაუგებრობა რომ ყოფილიყო და არ გვესაუბრა?“. ამ ძვირფას ძმასთან საპყრობილეში გატარებულმა დრომ შესანიშნავი რამ მასწავლა — ჩვენ გვჭირდება ძმები და ამიტომ შემწყნარებლები და გულკეთილები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. სხვაგვარად, როგორც მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ“ (გალატელთა 5:15).
-