საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ისტორიულ ციხეში გაღვივებული რწმენის შემთხვევები
    გამოიღვიძეთ! — 2001 | დეკემბერი 8
    • აალბათ, გაინტერესებთ, პირველად როდის შეაბიჯეს იეჰოვას მოწმეებმა ამ ციხეში. ეს იყო 1918 წლის 4 ივლისს. რვა გამოჩენილი ქრისტიანი მსახურისგან შემდგარმა ჯგუფმა დაცვასთან ერთად ფედერალური ციხის 15-საფეხურიანი კიბე აიარა. თუ მათ იმ დროს არსებული წესისამებრ მოექცნენ, ალბათ, ბორკილდადებული იყვნენ ისე, რომ მაღლა ხელის აწევა არ შეეძლოთ; ფეხებზეც ხუნდები ჰქონდათ დადებული. ეს ახალმოსულები სულიერად გამოცდილი მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარებს (დღევანდელ იეჰოვას მოწმეებს) უწევდნენ ხელმძღვანელობას. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთი წელიც კი არ გავიდოდა მანამდე, სანამ დადგინდებოდა, რომ მათი დაპატიმრება უხეში სასამართლო შეცდომა იყო. 1919 წლის მარტში კი ამ რვა მოწმემ ჩამოიარა ციხის ზემოხსენებული კიბის საფეხურები, მაგრამ ამჯერად ბორკილების გარეშე. მოგვიანებით კი მათ ყველანაირი ბრალდება მოეხსნათ, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მათი საქმე დაეხურაa.

      ატლანტაში პატიმრობის დროს ეს ქრისტიანი მამაკაცები ბიბლიის შესწავლებს ატარებდნენ. ამ რვიდან ერთ-ერთი, ა. მაკმილანი, მოგვიანებით იხსენებდა, რომ ციხის ზედამხედველის მოადგილე თავდაპირველად მტრულად იყო განწყობილი მათ მიმართ, მაგრამ ბოლოს უთხრა: „ეს გაკვეთილები, რომლებსაც [პატიმრებთან] ატარებთ, შესანიშნავია!“

  • ისტორიულ ციხეში გაღვივებული რწმენის შემთხვევები
    გამოიღვიძეთ! — 2001 | დეკემბერი 8
    • [ჩარჩო⁄სურათები 20, 21 გვერდებზე]

      „თქვენ ჩემს საუკეთესო მეგობრებს მასპინძლობდით“

      იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ფრედერიკ ფრენცი, 1983 წლის აპრილში, ატლანტის ციხეს ესტუმრა. მას ძალიან სურდა, რომ უშუალოდ ეს ციხე მოენახულებინა. შენობაში შესვლისთანავე ფოიეში საწერ მაგიდასთან მჯდომ დარაჯს ხმამაღლა მიმართა: „იცით, თქვენ აქ ჩემს საუკეთესო მეგობრებს მასპინძლობდით!“ საგონებელში ჩავარდნილ გუშაგს სიტყვა არ დაუძრავს. ვინ ჰყავდა მხედველობაში ფრენცს?

      64 წლის წინათ ჯოზეფ რუტერფორდი და მისი 7 თანამსახური არასწორად იქნა მსჯავრდადებული. რუტერფორდი და ფრენცი მოგვიანებით დამეგობრდნენ და ერთადაც მუშაობდნენ. ახლა, რუტერფორდის სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ — როდესაც ფრენცი თვითონ 90 წლის იყო — კმაყოფილი დარჩა იმ ადგილის მონახულებით, სადაც დიდი ხნის წინათ მისი მეგობარი იყო დაპატიმრებული. უეჭველია ის ფიქრობდა იმ სამსახურზე, რომელიც რუტერფორდმა და მისმა თანამშრომლებმა გასწიეს აქ, ამ კედლებს მიღმა. რა სამსახური იყო ეს?

      ციხეში მოხვედრიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, რუტერფორდს და მის მეგობრებს უფროსის მოადგილემ ჰკითხა: „სამუშაოს შესრულება უნდა დაგავალოთ და ვის რა გეხერხებათ?“.

      — უფროსო, — უპასუხა ა. მაკმილანმა, რვიდან ერთ-ერთმა, — ცხოვრებაში ქადაგების მეტი არაფერი გამიკეთებია. დამავალებთ აქ ასეთ რამეს?

      — არავითარ შემთხვევაში ბატონო! ამის გულისთვის ხართ დაპატიმრებული და გაფრთხილებთ, რომ არ გავიგო ასეთი რამ.

      გადიოდა კვირები. თითოეულ პატიმარს კვირაობით სამლოცველოში მსახურებაზე დასწრება ევალებოდა, რის შემდეგაც ბევრი საკვირაო სკოლაზე რჩებოდა. ამ რვა მამაკაცმა კი გადაწყვიტა, რომ თავიანთი კლასი ჩამოეყალიბებინან, რომელსაც რიგრიგობით ჩაატარებდნენ. „ზოგიერთი ცნობისმოყვარე პატიმარი მოდიოდა ხოლმე, ზოგჯერ კი უფრო მეტიც ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს“, — თქვა მოგვიანებით რუტერფორდმა. მალე შეხვედრებს 8-ის ნაცვლად 90 კაცი ესწრებოდა!

      როგორ ეხმაურებოდნენ პატიმრები ბიბლიის შესასწავლ შეხვედრებს? ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „72 წლის კაცი ვარ და თურმე ციხეში უნდა მოვმხვდარიყავი, ჭეშმარიტება რომ მომესმინა. ამიტომ მიხარია, რომ ამ ციხეში მოვხვდი“. მეორემ კი აღნიშნა: „ჩემი პატიმრობის დრო მთავრდება და გული მწყდება, რომ მივდივარ. . . შეგიძლიათ მითხრათ, აქედან რომ გავალ, სად შემიძლია ვიპოვო თქვენნაირი ხალხი?“

      წინა ღამეს, სანამ ციხიდან გამოვიდოდნენ, ამ რვა პატიმარმა, ერთ-ერთი იმ ახალგაზრდისგან მიიღო წერილი, რომელიც მათ შეხვედრებს ესწრებოდა. ის წერდა: „მინდა გითხრათ, თქვენ ჩემში გააღვიძეთ სურვილი, რომ უკეთესი, კარგი ადამიანი ვიყო, თუკი ეს შეიძლება ისეთი გარყვნილი არარაობისთვის, როგორიც მე ვარ. . . ძალიან, ძალიან სუსტი ვარ და არავინ არ მიცნობს ისე კარგად, როგორც მე ვიცნობ საკუთარ თავს, თუმცა ვეცდები და თუ საჭიროც იქნება, საკუთარ თავს შევებრძოლები კიდეც, რათა გავაღვივო ის თესლი, რომელიც თქვენ ჩემს გულში ჩათესეთ. ასე რომ, შეიძლება მარტო ჩემს თავს კი არა, ჩემს გარშემო მყოფთაც დავეხმარო. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს ჩემგან, მაგრამ ჩემი თითოეული სიტყვა გულწრფელია; ეს სიტყვები გულის სიღრმიდან მოდის“.

      დღეს, 80 წელზე მეტი ხანის შემდეგ, იეჰოვას მოწმეები კვლავაც თესავენ ბიბლიური ჭეშმარიტების თესლს ატლანტას ციხეშიც ისევე, როგორც სხვა ციხეებშიც (1 კორინთელთა 3:6, 7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება