-
როდესაც გაქვავებული გული გამოხმაურებას იწყებსსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ოქტომბერი
-
-
სასწაულებრივი გარდაქმნა
ნამდვილად შეეხო ეს ფართო მასშტაბის საგანმანათლებლო პროგრამა პატიმრების გაქვავებულ გულებს? მოდით, ვნახოთ, თუ რას ყვებიან თვითონ პატიმრები.
„მშობლები არ მახსოვს, რადგან ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც მიმატოვეს. ძალიან მტკივნეულად განვიცდიდი, რომ არავის ვუყვარდი, — აღიარებს ბუნებით გულჩათხრობილი ზდისლავსი. — ადრეული ასაკიდანვე ბოროტმოქმედების ჭაობმა ჩამითრია, რამაც მკვლელობის ჩადენამდე მიმიყვანა. დანაშაულის გრძნობა თავის მოკვლისკენ მიბიძგებდა და ძლიერ მსურდა, სადმე რაიმე რეალური იმედი დამენახა. შემდეგ 1987 წელს ხელში ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ჩამივარდა, საიდანაც მკვდრეთით აღდგომის იმედისა და მარადიული ცხოვრების შესახებ გავიგე. მივხვდი, რომ ჯერ კიდევ არ მქონდა ყველაფერი დაკარგული. მოვიშორე აზრი თავის მოკვლის შესახებ და ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ახლა კი იეჰოვამ და ძმებმა დამანახვეს, თუ რა არის სიყვარული“. ყოფილი მკვლელი ციხეში 1993 წლიდან სამსახურებრივი თანაშემწე და დამხმარე პიონერი გახდა. გასულ წელს კი სრული დროით პიონერად მსახურება დაიწყო.
ტომაში თავიდან დიდი სიხარულით დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე. „მაგრამ ეს არ იყო გულწრფელად გადადგმული ნაბიჯი, — აღიარებს ის. — მე მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი ბიბლიას, რომ მომწონდა ცოდნა გამომემჟღავნებინა და სხვებისთვის იეჰოვას მოწმეების მრწამსი განმემარტა. მაგრამ ბიბლიის ჭეშმარიტებას ცხოვრებაში არ ვიყენებდი. ერთ მშვენიერ დღეს ქრისტიანულ შეხვედრაზე წასვლა გადავწყვიტე. მონათლული პატიმრები გულთბილად შემხვდნენ. მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის აფიშირების ნაცვლად საჭირო იყო, გაქვავებული გული და აზროვნება შემეცვალა“. ტომაშმა ახალ, ქრისტიან პიროვნებად შემოსვა დაიწყო (ეფესელთა 4:22–24). დღეს ის იეჰოვასადმი მიძღვნილი, მონათლული მოწმეა და კამერიდან კამერაში ქადაგებაში სიხარულს პოულობს.
ყოფილი მეგობრების ზემოქმედება
ისინი, რომლებმაც ჭეშმარიტება ციხეში მიიღეს, დიდ ზემოქმედებას განიცდიდნენ კამერის ყოფილი მეგობრებისა და ციხის პერსონალის მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს: «ყოველთვის დამცინოდნენ და აბუჩად მიგდებდნენ. მაგრამ თავში სულ ძმების გამამხნევებელი სიტყვები მიტრიალებდა. „ყოველთვის მიმართე ლოცვით იეჰოვას, — მეუბნებოდნენ ისინი. — იკითხე ბიბლია და შინაგან სიმშვიდეს იგრძნობ“. ეს ნამდვილად მეხმარებოდა».
«პატიმრები, რომლებიც კამერაში ჩემთან ერთად ისხდნენ, ხშირად შეურაცხმყოფდნენ, — ყვება რიჩარდი, ერთგული, მონათლული ძმა. — „შეგიძლია იარო შენს შეხვედრებზე, მაგრამ თავი ისე ნუ მოგაქვს თითქოს ჩვენზე უკეთესი იყო“, — მაფრთხილებდნენ ისინი. ბიბლიური პრინციპებით ცხოვრების დაწყებისთანავე წინააღმდეგობებს შევხვდი. პატიმრები საწოლს მიყირავებდნენ, ბიბლიურ ლიტერატურას ძირს მიყრიდნენ და ჩემს კუთხეს მთლიანად ურევდნენ. იეჰოვას ლოცვაში ვთხოვდი, ძალა მოეცა, რომ წონასწორობიდან არ გამოვსულიყავი და შემდეგ მშვიდად ვიწყებდი დალაგებას. დროთა განმავლობაში პატიმრებმა თავი დამანებეს».
«როდესაც სხვა პატიმრები ხედავენ, რომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი იეჰოვასადმი მსახურება, — ყვებიან სხვა მონათლული პატიმრები, — სხვაგვარად გვექცევიან. ისინი გვეუბნებიან: „გახსოვდეთ, რომ თქვენ არ უნდა დალიოთ, მოწიოთ და მოიტყუოთ“. ეს გვეხმარება კონტროლი გავუწიოთ საკუთარ თავს, სასწრაფოდ მივიღოთ ზომები, რომ მოვიშოროთ ნებისმიერი ცუდი თვისება ან ჩვევა და გამოვიმუშაოთ სულის ნაყოფები» (გალატელთა 5:22, 23).
-
-
როდესაც გაქვავებული გული გამოხმაურებას იწყებსსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ოქტომბერი
-
-
იეჟი ივნისში მოინათლა და ახლა ციხეში დამხმარე პიონერად მსახურობს. ის ყვება: „თუმცა წლების წინ გარკვეული შეხება მქონდა ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან, მაგრამ იმ დროს გული ნამდვილად გაქვავებული მქონდა. თაღლითობა, პირველ ცოლთან გაყრა, ქორწინების გარეშე კავშირი კრისტინასთან, უკანონო შვილი და ხშირი პატიმრობა — ასეთი იყო ჩემი ცხოვრება“. როდესაც იეჟიმ ციხეში დაინახა, თუ როგორ გახდნენ სხვა საშიში ბოროტმოქმედები მოწმეები, საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: „მეც ხომ შემიძლია უკეთესი გავხდე?“ მან ითხოვა, მასთანაც დაეწყოთ ბიბლიის შესწავლა და შეხვედრებზე სიარული დაიწყო. მაგრამ ნამდვილად გარდამტეხი მომენტი მაშინ დაუდგა, როდესაც პროკურორისგან გაიგო, რომ კრისტინა სამი წლის წინ იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. «ამან უზომოდ გამაოცა! — ყვება იეჟი. — ჩემთვის გავიფიქრე: „მე? მე რაღას ვაკეთებ?“ მივხვდი, რომ იეჰოვასთვის მოსაწონი რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო, ცხოვრების წესი შემეცვალა». ამას ციხეში ბედნიერი შეხვედრა მოჰყვა; ერჟი შეხვდა კრისტინასა და თავის 11 წლის გოგონას, მაჟენას. მალე ისინი დაქორწინდნენ. თუმცა იეჟი ჯერ კიდევ ციხეშია და ცხოვრებაში რთული მომენტებიც აქვს, მან ახლახან ჟესტების ენა ისწავლა და ყრუ-მუნჯ პატიმრებს ეხმარება.
მიროსლავი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჩაითრიეს ბოროტმოქმედთა წრეში. მას ძალიან მოსწონდა მეგობრების საქმიანობა და მალე თვითონაც დაიწყო მათსავით მოქმედება. მანაც მრავალი გაძარცვა და სცემა. შედეგად კი ციხეში მოხვდა. „როდესაც ციხეში აღმოვჩნდი, დახმარებისათვის მღვდელს მივმართე, — ყვება მიროსლავი. — მაგრამ ამ შეხვედრამ გული საშინლად გამიტეხა. გატავწყვიტე თავი მომეწამლა“. სწორედ იმ დღეს, როდესაც თავი უნდა მოეკლა, მიროსლავი სხვა საკანში გადაიყვანეს. იქ იპოვა „საგუშაგო კოშკის“ ნომერი, რომელშიც სიცოცხლის აზრის შესახებ იყო ლაპარაკი. „ეს მარტივად და ნათლად გადმოცემული ინფორმაცია ზუსტად ის იყო, რაც მე ასე მჭირდებოდა, — განაგრძობს მიროსლავი. — ახლა უკვე სიკვდილი აღარ მინდოდა! იეჰოვასადმი ვილოცე და მოწმეებს ვთხოვე, ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ“. ბიბლიის შესწავლაში მან სწრაფად წაიწია წინ და 1991 წელს მოინათლა. ახლა ის ციხეში დამხმარე პიონერად მსახურობს და საკნიდან საკანში ქადაგებს.
-