საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბრძოლა კონფიდენციალურობისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
    • თანამედროვე ციფრული ინფორმაციის სამყაროში საბანკო, ფულადი გადარიცხვებისა და გადასახადების მონაცემები რთული დაშიფვრის სისტემით არის დაცული. ამგვარადვეა დაცული სამედიცინო, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინფორმაცია. დაშიფრული ტექსტის წაკითხვა შეუძლია მას, ვისაც აქვს გაშიფრისთვის საჭირო გასაღები თავდაპირველი მონაცემების აღსადგენად.

      ჩვეულებრივ მეტალის გასაღებს რამდენიმე ღარი აქვს. ციფრულ გასაღებს კი ქმნის ერთიანებისა და ნულებისგან (ბიტი) შემდგარი სხვადასხვა კომბინაციის სისტემა. გრძელ გასაღებს აქვს უფრო მეტი კომბინაცია, რის გამოც მისი გატეხვა უფრო რთულია. მაგალითად, 8-ბიტიან გასაღებს აქვს 256 შესაძლო კომბინაცია, მაშინ როცა 56-ბიტიან გასაღებს აქვს 72 კვადრილიონი კომბინაცია. თანამედროვე სტანდარტით ვებ-გვერდების დათვალიერებისთვის საჭიროა 128-ბიტიანი გასაღები, რომელიც 4, 7 სექსტილიონჯერ მეტ კომბინაციას შეიცავს, ვიდრე 56-ბიტიანი გასაღები.a

      მიუხედავად ამისა, ინფორმაციის უსაფრთხოება აბსოლუტურად მაინც არ არის დაცული. მაგალითად, 2008 წელს შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურორებმა ბრალდება წაუყენეს 11 კაცს, რომლებმაც პირადი ინფორმაციის ქურდობის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს. ამ ჯგუფმა ლეპტოპების, უკაბელო ტექნოლოგიებისა და სპეციალური პროგრამების საშუალებით ხელში ჩაიგდო იმ საკრედიტო და დებეტური ბარათების კოდები, რომლებითაც საკასო აპარატებში იხდიან ფულს.

      კარგად გაქვთ დაცული პირადი ინფორმაცია?

      საბანკო ანგარიშებისა და ფულადი გადარიცხვების კოდების გატეხვა საკმაოდ რთულია. მაგრამ თქვენზე მაინც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ასე რომ, გამოავლინეთ წინდახედულობა და თაღლითებისა და ქურდებისგან დაიცავით კონფიდენციალური ინფორმაცია, რაშიც შემდეგი რჩევები გამოგადგებათ:

      ◼ გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამა.

      ◼ გამოიყენეთ ანტიჯაშუშური პროგრამა.

      ◼ დააყენეთ „ცეცხლოვანი კედელი“ (Firewall).

      ◼ სისტემატურად განაახლეთ თქვენი ყველა პროგრამა და ოპერაციული სისტემა.

      ◼ სიფრთხილით მოეკიდეთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ბმულებს ან სწრაფ შეტყობინებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას „დაუპატიჟებელი სტუმარი“ გიგზავნით და გთხოვთ პირად ინფორმაციას ან პაროლს.

      ◼ ისეთი კონფიდენციალური მონაცემების გაგზავნისას, როგორიცაა საკრედიტო ბარათის მონაცემები, ისარგებლეთ დაშიფრული კავშირებით და გაგზავნისთანავე გამოდით სისტემიდან.b

      ◼ აირჩიეთ ისეთი პაროლი, რომელიც რთული მისახვედრია და საიდუმლოდ შეინახეთ.

      ◼ ნუ გადმოწერთ და ნუ ჩართავთ პროგრამებს უცხო წყაროებიდან.

      ◼ რეგულარულად გააკეთეთ თქვენი ფაილების სათადარიგო ასლები და უსაფრთხოდ შეინახეთ.

      თუ დაიცავთ ამ და სხვა უსაფრთხოების წესებს, თქვენ მეტი შანსი გექნებათ გაიმარჯვოთ კონფიდენციალურობისთვის ბრძოლაში.

  • ბრძოლა კონფიდენციალურობისთვის
    გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
    • a კვადრილიონი არის ერთი 15 ნულით, სექსტილიონი არის ერთი 21 ნულით.

      b დაშიფრულ ვებ-გვერდებს ვებ-ბრაუზერში აქვს უსაფრთხო ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი ანუ მისამართის ზოლში ჩნდება დამცავი სიმბოლო „https://“. სიმბოლო „s“ ნიშნავს უსაფრთხოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება