საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მოკრძალებულებთან. . . სიბრძნეა“
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 აგვისტო
    • მოკრძალებული თვალსაზრისი მსახურებაში უპირატესობებთან დაკავშირებით

      8, 9. ა) რატომ უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე მოკრძალებული წარმოდგენა? ბ) როგორ შეუძლიათ გარკვეული პასუხისმგებლობის მქონე პირთ მოკრძალების გამოვლენა?

      8 პავლემ დღევანდელ ქრისტიანებს შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. არც ერთმა ჩვენგანმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის მიუხედავად, არ უნდა იფიქროს, რომ სხვებზე მაღლა დგას. „თუ ვინმეს რაიმედ მოაქვს თავი, და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს“ (გალატელთა 6:3, სსგ). რატომ? „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23; 5:12). დიახ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამისგან ყველამ მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მივიღეთ. განსაკუთრებული უპირატესობები დაცემული ცოდვილი მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანს (ეკლესიასტე 9:2). როგორც პავლეს შემთხვევაში, ისე ყველას შემთხვევაშიც მხოლოდ ღვთის მადლის წყალობით შეუძლიათ ადამიანებს, საერთოდ, ღმერთთან ურთიერთობის დამყარება და, მით უმეტეს, მსახურებაში პრივილეგიური ადგილის დაკავება (რომაელთა 3:12, 24).

      9 მორკძალებულ ადამიანს ესმის ყოველივე ეს და არც პრივილეგიური მდგომარეობით ამაყობს და არც მიღწევებით ტრაბახობს (1 კორინთელთა 4:7). რჩევას ან მითითებას იძლევა როგორც თანამსახური და არა როგორც ბატონი. ცხადია, არასწორი იქნებოდა პრივილეგიური მდგომარეობის მქონე პიროვნების მხრიდან, თანამორწმუნეთაგან მოეთხოვა, ქება–დიდებით მომიხსენიეთო, და ამასთანავე ბოროტად გამოეყენებინა თანაქრისტიანების აღფრთოვანება (იგავნი 25:27, აქ; მათე 6:2—4). ქებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც სხვები ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გვაქებენ. ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა დავუშვათ, რომ ამან საკუთარ თავზე იმაზე მეტი გვაფიქრებინოს, ვიდრე გვმართებს (იგავნი 27:2; რომაელთა 12:3).

      10. განმარტეთ, როგორ შეიძლება კრებაში შეუმჩნეველი პიროვნება სინამდვილეში ‘რწმენით მდიდარი’ იყოს.

      10 როდესაც გარკვეულ პასუხისმგებლობას გვანდობენ, მოკრძალება ხელს შეგვიწყობს, ხაზი არ გავუსვათ ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვნებას და ისეთი შთაბეჭდილება არ შევქმნათ, რომ თითქოს კრების კეთილდღეობა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევითა და უნარიანობით იყოს განპირობებული. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მასწავლებლობის განსაკუთრებული ნიჭით ვიყოთ დაჯილდოებული (ეფესელთა 4:11, 12). მაგრამ, თუ მოკრძალებულები ვართ, უნდა გვესმოდეს, რომ გარკვეული უმნიშვნელოვანესი გაკვეთილები, რომლებსაც კრების შეხვედრაზე სწავლობენ, სცენიდან არ მომდინარეობს. მაგალითად, განა თქვენთვის გამამხნევებელი არ არის იმ მარტოხელა მშობლის დანახვა, რომელიც ბავშვებთან ერთად რეგულარულად დადის სამეფო დარბაზში? ან დეპრესიაში მყოფი იმ თანაქრისტიანისა, რომელიც არარაობის გრძნობასთან გაუთავებელი ბრძოლის მიუხედავად, კრებებს არ აცდენს? ან კიდევ ახალგაზრდისა, რომელიც სკოლასა თუ სადმე სხვაგან ცუდი გავლენის მიუხედავად, სულიერად განუწყვეტლივ იზრდება? (ფსალმუნი 83:11). ეს ადამიანები შეიძლება განსაკუთრებით არ ჩანდნენ კრებაში. უმეტესწილად მათი უმწიკვლობის გამოცდები სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ ისინი შეიძლება ‘რწმენით მდიდრები’ იყვნენ ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებსაც უფრო თვალშისაცემი მდგომარეობა უკავიათ (იაკობი 2:5). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იეჰოვას კეთილგანწყობას ხომ ყველა მხოლოდ ერთგულებით მოიპოვებს (მათე 10:22; 1 კორინთელთა 4:2, აფ).

  • „მოკრძალებულებთან. . . სიბრძნეა“
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 აგვისტო
    • მოკრძალებისა და წინდახედულობის გამოვლენა

      13, 14. ა) როგორ უნდა გამოვავლინოთ მოკრძალება, როდესაც მსახურებაში რაღაც უპირატესობა უნდა მოგვენიჭოს? ბ) როგორ დაგვიტოვა ძმა ა. მაკმილანმა მოკრძალების შესანიშნავი მაგალითი?

      13 ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია გედეონის მოკრძალებიდან. მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ, როდესაც მსახურებაში გარკვეული უპირატესობა უნდა მოგვენიჭოს? პირველ რიგში იმ სახელსა და პრესტიჟზე ხომ არ ვფიქრობთ, რაც ამ უპირატესობას მოჰყვება? თუ მოკრძალებულად ვფიქრობთ და არაერთხელ ვლოცულობთ იმაზე, რამდენად შეგვიძლია ამ დავალებისთვის თავის გასართმევად საჭირო მოთხოვნების შესრულება? ძმა ა. მაკმილანმა, რომელმაც დედამიწაზე ცხოვრების გზა 1966 წელს დაასრულა, ამის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩ. ტ. რასელმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველმა პრეზიდენტმა, ერთხელ ძმა მაკმილანს სთხოვა, გამოეთქვა თავისი აზრი, თუ ვის შეეძლო მისი არყოფნისას პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. საუბარში ძმა მაკმილანს თავისი თავი არც ერთხელ არ მოუხსენიებია, თუმცა შესანიშნავად შეეძლო ამის გაკეთება. საუბრის დასასრულს ძმა რასელმა ძმა მაკმილანს შესთავაზა, ეფიქრა ამ დავალების საკუთარ თავზე აღების შესახებ. „გაოცებისგან გავოგნდი, — წერდა წლების შემდეგ ძმა მაკმილანი. — პასუხის გაცემამდე, სანამ საბოლოოდ ვეტყოდი, რომ მოხარული ვიქნებოდი მის დასახმარებლად ყველაფრის გასაკეთებლად, დავფიქრდი, ძალიან სერიოზულად ავწონ–დავწონე ყოველივე და ვილოცე“.

      14 ცოტა ხნის შემდეგ, ძმა რასელი გარდაიცვალა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტის ადგილი გათავისუფლდა. რადგან ძმა მაკმილანი ძმა რასელის უკანასკნელი სამქადაგებლო მოგზაურობის განმავლობაში მის მოვალეობას ასრულებდა, ძმებმა უთხრეს: „მაკ, შენ უნდა დაიკავო ეს ადგილი. ძმა რასელის არყოფნისას შენ იყავი მისი წარმომადგენელი და ძმა რასელმა გვითხრა, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი, რასაც შენ გვეტყოდი. რა ვუყოთ, ის წავიდა და არასოდეს დაგვიბრუნდება. როგორც ჩანს, შენ უნდა შეასრულო მისი მოვალეობა“. ძმა მაკმილანმა კი ამ ძმებს უპასუხა: „ძმებო, ამ საქმეს ასე არ უნდა შევხედოთ. ეს უფლის საქმეა და თითოეული უფლის ორგანიზაციაში მხოლოდ იმ მდგომარეობას იკავებს, რომელსაც უფალი მისთვის სათანადოდ მიიჩნევს; მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი საჩემო არ არის“. შემდეგ ძმა მაკმილანმა ამ ადგილზე სხვისი კანდიდატურა წამოაყენა. გედეონივით, მასაც საკუთარ თავზე მოკრძალებული წარმოდგენა ჰქონდა — წარმოდგენა, რომელიც თითოეულმა კარგად უნდა შევითვისოთ.

      15. რა სახით შეგვიძლია ქადაგებისას წინდახედულობის გამოვლენა?

      15 დავალების შესრულებისას ჩვენც ასეთივე მოკრძალება უნდა გამოვავლინოთ. ის წინდახედული იყო და ცდილობდა, მოწინააღმდეგენი ზედმეტად არ გაეღიზიანებინა. მსგავსად ამისა, ქადაგებისას უნდა ვეცადოთ, სხვებთან ჩვენი საუბრის მანერაში მოკრძალება და წინდახედულება გამოვლინდეს. მართალია, ჩვენ სულიერ ომში ვმონაწილეობთ, რათა დავამხოთ „ძლიერება სიმაგრეთა“ და „ზრახვები“ (2 კორინთელთა 10:4, 5). მაგრამ საუბრებისას დამამცირებელი ტონი არ უნდა ჩანდეს სხვების მიმართ ან იმის საფუძვლიანი მიზეზი არ უნდა მივცეთ, რომ ჩვენს ცნობაზე უარყოფითად ლაპარაკობდნენ. ნაცვლად ამისა, პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ მათ თვალსაზრისს, ხაზი გავუსვათ იმ საკითხებს, რომლებშიც ერთმანეთს ვეთანხმებით და შემდეგ ყურადღება კეთილ ცნობაზე გავამახვილოთ (საქმეები 22:1—3; 1 კორინთელთა 9:22; გამოცხადება 21:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება