-
როგორ ამზადებენ უხუცესები ძმებს პასუხისმგებლობების მისაღებად?საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აპრილი
-
-
დამატებითი სირთულე
9. ა) რა სირთულეს ხვდებიან განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები უხუცესები? ბ) რატომ არ უკავია ღვთისადმი მსახურებას ზოგი ახალგაზრდის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი?
9 განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები უხუცესები დამატებით სირთულეს ხვდებიან. მათ 20—30 წელს გადაცილებულ ძმებს უნდა გაუღვივონ იმის სურვილი, რომ კრებაში პასუხისმგებლობები იტვირთონ. ამ საკითხის ირგვლივ დასავლეთის დაახლოებით 20 ქვეყანაში ჩავატარეთ გამოკითხვა; გამოცდილ უხუცესებს ვთხოვეთ, საკუთარი მოსაზრება გამოეთქვათ იმის თაობაზე, თუ რატომ არ ისწრაფვიან ახალგაზრდა ძმები კრებაში პასუხისმგებლობების მიღებისკენ. ძმების მიერ გაცემული პასუხებიდან გამოიკვეთა ერთი აზრი: მოზარდობის პერიოდში ახალგაზრდებიდან ზოგს სულიერი მიზნების დასახვისკენ არავინ მოუწოდებდა. მართალია, მათგან ზოგს სურდა, დაესახა სულიერი მიზნები, მაგრამ მშობლების კიჟინით მათ ქვეყნიერებაში განათლების მიღებისა და კარიერის შექმნისკენ დაიწყეს სწრაფვა! აქედან გამომდინარე, ღვთისადმი მსახურებამ მათ ცხოვრებაში ვერ დაიკავა უმთავრესი ადგილი (მათ. 10:24).
10, 11. ა) როგორ შეუძლია უხუცესს აზროვნება შეუცვალოს ძმას, რომელიც დიდად არ ინტერესდება კრების საქმეებით? ბ) რომელი ბიბლიური აზრების განხილვა შეუძლია უხუცესს ასეთ ძმასთან და რატომ? (იხილეთ სქოლიო)
10 თუ ძმა დიდად არ ინტერესდება კრების საქმეებით, მას აზროვნების შესაცვლელად დიდი შრომა და მოთმინება დასჭირდება; თუმცა ეს ღირს ძალისხმევად! მაგალითად, ზოგმა მცენარემ რომ სწორად იზარდოს, მებაღე მის ღეროს პალოზე ამაგრებს და ზრდასთან ერთად მას პალოებს უცვლის. უხუცესებო, შეგიძლიათ ამ მხრივ მებაღეს მიჰბაძოთ და დროთა განმავლობაში ძმებს აზროვნების შეცვლაში დაეხმაროთ, რომ მათ პასუხისმგებლობებისკენ დაიწყონ სწრაფვა. მაგრამ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
11 გამოყავით დრო, რომ დაუმეგობრდეთ მოსწავლეს. აგრძნობინეთ მას, რომ იგი კრებაში მეტად საჭიროა. შემდეგ პერიოდულად ერთად განიხილეთ შესაბამისი ბიბლიური მუხლები და დაეხმარეთ მას, დაფიქრდეს ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა, ღვთისადმი თავის მიძღვნა (ეკლ. 5:4; ეს. 6:8; მათ. 6:24, 33; ლუკ. 9:57—62; 1 კორ. 15:58; 2 კორ. 5:15; 13:5). შეგიძლიათ მოსწავლეს ჰკითხოთ: „რა აღუთქვი იეჰოვას, როცა თავი მიუძღვენი მას?“. გულში სითბო რომ ჩაუღვაროთ, ჰკითხეთ: „როგორ ფიქრობ, რას გრძნობდა იეჰოვა შენი ნათლობის დღეს?“ (იგავ. 27:11). „რას გრძნობდა მაშინ სატანა?“ (1 პეტ. 5:8). გახსოვდეთ, სწორად შერჩეული ბიბლიური მონაკვეთები მოსწავლეს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს (წაიკითხეთ ებრაელების 4:12).b
-
-
როგორ ამზადებენ უხუცესები ძმებს პასუხისმგებლობების მისაღებად?საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 აპრილი
-
-
b უხუცესებო, გამოუცდელ ძმასთან მსჯელობისას შეგიძლიათ მოიშველიოთ აზრები, რომელიც მოცემულია 2012 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 14—16, აბზაცები 8—13 და წიგნში „დარჩით ღვთის სიყვარულში“, თავი 16, აბზაცები 1—3.
-