-
რად შეიძლება გაქციოთ იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად?საგუშაგო კოშკი — 2019 | ოქტომბერი
-
-
მიეცით იეჰოვას საშუალება, გამოგიყენოთ
14. კოლოსელების 1:29-ის თანახმად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ გამოგვიყენოს?
14 თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ იეჰოვა თავის მსახურებს სხვადასხვა მხრივ იყენებდა. თქვენ რად შეიძლება გაქციოთ მან თავისი ნების შესასრულებლად? ეს დიდწილად თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული (წაიკითხეთ კოლოსელების 1:29). თუ საშუალებას მისცემთ, იეჰოვას შეუძლია გაქციოთ იმად, რაც მისი ნების შესასრულებლადაა საჭირო, მაგალითად გულმოდგინე მახარობლად, კარგ მასწავლებლად, ნუგეშისმცემლად, მზრუნველ მეგობრად ან რაიმე საქმის მცოდნედ.
15. პირველი ტიმოთეს 4:12, 15-ის თანახმად, რა უნდა სთხოვონ ახალგაზრდა ძმებმა იეჰოვას?
15 რის თქმა შეიძლება იმ ძმებზე, რომლებიც მალე სრულწლოვანებას მიაღწევენ? დიდი საჭიროებაა, რომ ახალგაზრდა ძმებმა კრებაში მეტი პასუხისმგებლობა აიღონ, მაგალითად მომსახურეები გახდნენ. ბევრ კრებაში უფრო მეტი უხუცესია, ვიდრე მომსახურე. მზად ხართ, ახალგაზრდა ძმებო, რომ კრებისთვის უფრო მეტი აკეთოთ? ზოგჯერ ძმებს ისიც აკმაყოფილებთ, რომ მაუწყებლები არიან. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, სთხოვეთ იეჰოვას, მომსახურედ მსახურების სურვილი აღგიძრათ და ძალა მოგცეთ, ბოლომდე დაიხარჯოთ მისთვის (ეკლ. 12:1). თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება! (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:12, 15).
-