საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღმერთია პასუხისმგებელი ჩვენს პრობლემებზე?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივლისი
    • ღმერთია პასუხისმგებელი ჩვენს პრობლემებზე?

      როცა მერიონის უფროსმა ქალიშვილმა ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო, მერიონი ისე მოიქცა, როგორც ბევრი ჩვენგანი მოიქცეოდაa. მან ილოცა და ღმერთს სთხოვა დახმარება. „ასე უმწეოდ და მარტოდ თავი არასდროს მიგრძნია“, — ამბობს მერიონი. მოგვიანებით მისი ქალიშვილის მდგომარეობა გაუარესდა და მერიონს ეჭვები გაუჩნდა ღმერთთან დაკავშირებით. „რატომ მოხდა ასეთი რამ?“ — მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ეპოვა. მერიონს არ ესმოდა, როგორ შეეძლო მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთს მისი მიტოვება.

      მერიონის შემთხვევა გამონაკლისი როდია. მსოფლიოში მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი მათ გაჭირვების დროს მარტო ტოვებს. „დღემდე მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ? — თქვა ლისამ მას შემდეგ, რაც მისი შვილიშვილი მოკლეს. — ღვთის რწმენა არ დამიკარგავს, მაგრამ ნამდვილად შემერყა“. მსგავსი რამ თქვა ერთმა დედამ, რომელსაც ტრაგიკულად დაეღუპა ჩვილი ბავშვი: „მომხდართან დაკავშირებით ღმერთმა არანაირად არ მანუგეშა. მას ჩემდამი არავითარი მზრუნველობა და თანაგრძნობა არ გამოუვლენია“. შემდეგ კი დასძინა: „ამას ღმერთს არასდროს ვაპატიებ“.

      სხვებს ღმერთთან დაკავშირებით უარყოფითი გრძნობები იმის გამო ეუფლებათ, რასაც ირგვლივ ხედავენ. ზოგ ქვეყანაში ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს; ომის დროს სასოწარკვეთილებას ეძლევიან ლტოლვილები; უამრავ ბავშვს აობლებს შიდს-ი და მილიონობით ადამიანს ტანჯავს სხვადასხვა დაავადებები. მსგავსი უბედურებების გამო ბევრი ღმერთს უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

      სინამდვილეში კი კაცობრიობის პრობლემებზე ღმერთი არაა პასუხისმგებელი. უფრო მეტიც, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, გვჯეროდეს, რომ ის მალე ნებისმიერი უბედურების კვალს წაშლის. მომდევნო სტატია დაგარწმუნებთ, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე.

      [სქოლიოები]

      a სახელები შეცვლილია.

  • ღმერთი ნამდვილად ზრუნავს თქვენზე
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივლისი
    • ღმერთია დამნაშავე?

      ბევრ პრობლემას ადამიანები თვითონვე უქმნიან საკუთარ თავს. მაგალითად, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს იმის კეთებას, რაც რისკთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ადამიანები ჩაფლულნი არიან სექსუალურ უზნეობაში, ბოროტად იყენებენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს, ეწევიან სიგარეტს, ებმებიან სპორტის სახიფათო სახეობებში, სწრაფად მართავენ მანქანას და ასე შემდეგ. მათ ასეთ მოქმედებას თუ უბედურება მოჰყვება, ვინ იქნება დამნაშავე? ღმერთი თუ თვითონ ის, ვინც არაგონივრულად იქცევა? ღვთის სიტყვაში დაწერილია: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7).

      გარდა ამისა, ადამიანებს ხშირად ერთმანეთისთვისაც მოაქვთ ზიანი. თუ რომელიმე ქვეყანა ომს აცხადებს, ცხადია, ღმერთი არ არის დამნაშავე იმ უბედურებაში, რომელიც ომს მოჰყვება. როცა ვინმეს ბოროტმოქმედი ესხმის თავს, ღმერთი უნდა დავადანაშაულოთ, თუ დამნაშავის მსხვერპლი დაზარალდა ან დაიღუპა? ცხადია, არა! როცა დიქტატორი ჩაგრავს, აწამებს და ხოცავს თავის ქვეშევრდომებს, ღმერთია ამაზე პასუხისმგებელი? ასეთ შემთხვევებში ღვთის დადანაშაულება ნამდვილად არაგონივრულია (ეკლესიასტე 8:9).

      რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს და შიმშილობს? ღმერთია დამნაშავე? არა. ჩვენს პლანეტაზე იმაზე მეტი საკვებია, ვიდრე თითოეული ადამიანის გამოსაკვებად არის საჭირო (ფსალმუნები 9:23, 24; 144:16). შიმშილობა და სიღარიბე იმით არის გამოწვეული, რომ არათანაბრად ნაწილდება ის, რასაც ღმერთი გულუხვად გვაძლევს. ამ პრობლემის გადაჭრას კი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ანგარება უშლის ხელს.

      მთავარი მიზეზი

      ვინ არის დამნაშავე, როცა ვინმე ავად ხდება ან სიბერის გამო იღუპება? გაგაკვირვებთ იმის გაგება, რომ ღმერთს არც ასეთ შემთხვევებში მიუძღვის ბრალი? მას იმისათვის არ შეუქმნია ადამიანი, რომ დაბერებულიყო და მომკვდარიყო.

      როცა იეჰოვამ ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა, ედემის ბაღში დაასახლა, მათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედიც მისცა. ღმერთს სურდა, რომ დედამიწაზე ეცხოვრათ ადამიანებს, რომლებიც ამ შესაძლებლობას დააფასებდნენ. ამიტომაც მარადიული სიცოცხლის იმედთან დაკავშირებით მან ერთი მოთხოვნა დააწესა. ადამი და ევა მანამდე შეძლებდნენ სამოთხეში ცხოვრებას, ვიდრე მოსიყვარულე შემოქმედს დაემორჩილებოდნენ (დაბადება 2:17; 3:2, 3, 17—23).

      სამწუხაროდ, ადამმა და ევამ მორჩილება არ გამოავლინეს. ევამ სატანა ეშმაკს მოუსმინა. სატანამ მოატყუა ის და, ფაქტობრივად, უთხრა, რომ ღმერთი რაღაც კარგს უმალავდა. ევამ ღვთისგან დამოუკიდებლობა არჩია და მოისურვა, ‘ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელი’ გამხდარიყო. ადამიც მასავით განუდგა ღმერთს (დაბადება 3:5, 6).

      ასეთი ცოდვის ჩადენით ადამმა და ევამ ცხადყვეს, რომ მარადიულ ცხოვრებას არ იმსახურებდნენ. ისინი ვერ გაექცნენ ცოდვის საშინელ შედეგებს. თანდათანობით სიცოცხლისუნარიანობა დაკარგეს და საბოლოოდ დაიხოცნენ (დაბადება 5:5). პირველი წყვილის დაუმორჩილებლობას უფრო სერიოზული შედეგებიც მოჰყვა. მათი ცოდვის გამო ადამიანები დღემდე ვიტანჯებით. პავლე მოციქულმა დაწერა: „ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). დიახ, ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შედეგად, ცოდვა და სიკვდილი დამღუპველ დაავადებასავით მოედო მთელ კაცობრიობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება