საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 8/1 გვ. 32
  • ვინ არის დამნაშავე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ არის დამნაშავე?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 8/1 გვ. 32

ვინ არის დამნაშავე?

მრავალი თავის გასაჭირში ღმერთს ადანაშაულებს. ბიბლიური იგავი კი ამბობს: „ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის“ (იგავნი 19:3). ადამიანის უბედურებაში ღვთის დადანაშაულება იგივეა, რომ ავტომანქანის მწარმოებელს დაედოს ბრალი ნასვამ მდგომარეობაში მართვით გამოწვეულ ხშირ ავარიებში.

ღმერთმა კაცობრიობას თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ძვირფასი რჩევა-დარიგებები მისცა. თუ ამ ღვთივსულიერი წიგნების კრებულს შევისწავლით და მასში მოცემული კანონებითა და პრინციპებით ვიცხოვრებთ, მრავალ ცხოვრებისეულ მახეს ავარიდებთ თავს. ამის საპირისპიროდ, ღვთის რჩევების უგულებელყოფა უბედურების მომტანია. მაგალითად, მათ, რომლებიც გადამეტებით ჭამენ, ეწევიან, ლოთობენ ან მრუშობენ, ხშირად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვთ (ლუკა 21:34; 1 კორინთელთა 6:18; 2 კორინთელთა 7:1). მოციქული პავლე წერდა: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს“ (გალატელთა 6:7, 8).

რამდენად უკეთესია ღვთის კანონებისა და პრინციპების თანახმად ცხოვრება! შედეგად, რეალობად იქცევა ღვთის დანაპირები, რომელიც ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით წარმოითქვა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე“ (ესაია 48:17, 18).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება