საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 40
  • მოსემ კლდეს ჯოხი დაარტყა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოსემ კლდეს ჯოხი დაარტყა
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • აარონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოსამართლე, რომელიც სამართლიანად განსჯის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ისრაელის ახალი წინამძღოლი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 40
მოსე და აარონი ხალხს ეუბნებიან, რომ მათ მისცეს კლდიდან წყალი

მოთხრობა 40

მოსემ კლდეს ჯოხი დაარტყა

წელი წელს მისდევდა. უკვე 39 წელი იყო გასული, მაგრამ ისრაელები ისევ უდაბნოში იყვნენ. მთელი ამ ხნის მანძილზე იეჰოვა ზრუნავდა თავის ხალხზე. ის მანანით კვებავდა მათ. დღისით ღრუბლის სვეტით მიუძღოდა, ღამით კი — ცეცხლის სვეტით. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ არც ტანსაცმელი გასცვეთიათ და არც ფეხები სტკენიათ.

დადგა ეგვიპტის დატოვებიდან მეორმოცე წლის პირველი თვე. ისრაელი კვლავ კადეშში დაბანაკდა. დაახლოებით ორმოცი წლის წინათ სწორედ აქედან გაგზავნეს 12 კაცი ქანაანის მიწის დასაზვერად. მოსეს და, მირიამი კადეშში მოკვდა. როგორც ყოველთვის, ხალხი ახლაც უკმაყოფილო იყო.

მათ არ ჰქონდათ წყალი. ამიტომ მოსეს უთხრეს: ‘ჯობდა აქამდე დავხოცილიყავით. რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან და მოგვიყვანე ამ საშინელ უდაბნოში, სადაც არაფერი ხარობს? არც მარცვლეულია, არც ლეღვი, ყურძენი და ბროწეული, წყალიც კი არა გვაქვს’.

მოსე და აარონი კარავში შევიდნენ, რომ ელოცათ. იეჰოვამ მოსეს უთხრა: ‘შეკრიბე ხალხი აი იმ კლდის წინ და ელაპარაკე მათ. კლდიდან ხალხისა და ცხოველებისთვის საკმარისი წყალი წამოვა’.

შეკრიბა მოსემ ხალხი და უთხრა: ‘მისმინეთ თქვენ, ვინც ღმერთს არ ენდობით! მოგცეთ მე და აარონმა ამ კლდიდან წყალი?’ მოსემ ორჯერ დაარტყა კლდეს ჯოხი და კლდიდან წყალმა იჩქეფა. ის ხალხსაც ეყოფოდა და ცხოველებსაც.

იეჰოვა გაბრაზდა მოსესა და აარონზე. იცი, რატომ? იმიტომ, რომ მათ თქვეს, თითქოს ხალხს თვითონ მისცემდნენ წყალს. მაგრამ სინამდვილეში წყალი ხალხს იეჰოვამ მისცა. მოსემ და აარონმა სიმართლე არა თქვეს, რის გამოც იეჰოვამ დასაჯა ისინი. მან უთხრა: ‘თქვენ ვერ შეიყვანთ ჩემს ხალხს ქანაანის მიწაზე’.

მალე ისრაელები კადეშიდან წავიდნენ და ჰორის მთას მიადგნენ. ამ მთაზე 123 წლის აარონი გარდაიცვალა. ისრაელები ძალიან დამწუხრდნენ და აარონს 30 დღეს გლოვობდნენ. აარონის ვაჟი ელეაზარი ისრაელის მღვდელმთავარი გახდა.

რიცხვები 20:1—13, 22—29; კანონი 29:5; ნეემია 9:21.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება