-
მიჰბაძეთ იეჰოვას მოთმინების გამოვლენაშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
-
-
იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენ მიმართ, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:8, 9).
-
-
მიჰბაძეთ იეჰოვას მოთმინების გამოვლენაშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 1 თებერვალი
-
-
6. რა არ უნდა ვიფიქროთ ღმერთის შესახებ და რატომ?
6 რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, ელოდო იმას, რისი მიღებაც ძალიან გინდა (იგავები 13:12). როცა ადამიანები სწრაფად ვერ ასრულებენ დაპირებებს, სხვებმა შეიძლება დაასკვნან, რომ მათ ამის გაკეთების არავითარი სურვილი არა აქვთ. რა არაგონივრული იქნებოდა, რომ ასეთი რამ გვეფიქრა ღმერთზე! თუ ღვთის მოთმინებას დაყოვნებაში ავურევთ, დროთა განმავლობაში შეიძლება ეჭვები გაგვიჩნდეს და გულგატეხილობამდე მივიდეთ; ეს კი სულიერად მოგვადუნებს. უფრო მეტიც, ჩვენ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანონ „დამცინავებმა“, რომელთაც რწმენა არა აქვთ. მათ შესახებ გააფრთხილა პეტრემ პირველი საუკუნის ქრისტიანები. დამცინავები ამბობდნენ: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა–პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (2 პეტრე 3:4).
-