საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დავაფასოთ ის, ვინც დავითზე და სოლომონზე დიდია
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
    • დავითი — ქრისტეს პირველსახე

      4, 5. ა) რა მსგავსებაა იესოსა და დავითს შორის? ბ) რატომ არის იესო დავითზე დიდი?

      4 დავითის დაბადებიდან 1 100 წლის შემდეგ ბეთლემში იესო დაიბადა. ბევრის აზრით, იესოც არ ჰგავდა მეფეს. ისრაელების წარმოდგენაში მეფე სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო. ისევე როგორც დავითი, იესოც იეჰოვას რჩეული იყო. დავითის მსგავსად იეჰოვას იესოც უყვარდაa (ლუკ. 3:22). ‘იეჰოვას სული იესოზეც მოქმედებდა’.

      5 დავითსა და იესოს შორის მსგავსება ამით არ ამოიწურება. დავითი თავისმა მრჩეველმა ახითოფელმა გასცა, იესო კი — მისივე მოციქულმა იუდა ისკარიოტელმა (ფსალმ. 41:9; იოან. 13:18). დავითიცა და იესოც იეჰოვას სახლის მოშურნეები იყვნენ (ფსალმ. 27:4; 69:9; იოან. 2:17). იესო დავითის მემკვიდრეც იყო. მის დაბადებამდე ანგელოზმა მარიამს უთხრა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს“ (ლუკ. 1:32; მათ. 1:1). მაგრამ იესო დავითზე დიდია, რადგან მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები მასზე შესრულდა. ის არის დიდი დავითი, ნანატრი მესია და მეფე (იოან. 7:42).

      მიჰყევით მეფესა და მწყემსს

      6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დავითი კარგი მწყემსი იყო?

      6 იესო მწყემსიცაა. როგორია კარგი მწყემსი? ის მამაცია და ერთგულად უვლის, კვებავს და იცავს თავის ფარას (ფსალმ. 23:2—4). ახალგაზრდობაში დავითი მწყემსი იყო და კარგად უვლიდა მამის ცხვარს. ლომისგან ან დათვისგან ფარის დასაცავად, ზოგჯერ ის სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში (1 სამ. 17:34, 35).

      7. ა) რა დაეხმარა დავითს, რომ კარგი მეფე ყოფილიყო? ბ) რა მხრივ იყო იესო კარგი მწყემსი?

      7 მწყემსობის დროს მიღებული გამოცდილება დავითს ძალიან გამოადგა, როცა ისრაელი ერის წინამძღოლი და მწყემსი გახდაb (ფსალმ. 78:70, 71). იესოც კარგი მწყემსია. ის ღვთისგან მიღებული ძალითა და ხელმძღვანელობით მწყემსავს „მცირე სამწყსოს“ და „სხვა ცხვარს“ (ლუკ. 12:32; იოან. 10:16). ის ცნობს თავის ცხვარს და თითოეულს თავის სახელით უხმობს. მას იმდენად უყვარს თავისი ფარა, რომ დედამიწაზე ყოფნისას თავიც კი გასწირა მათი კეთილდღეობისთვის (იოან. 10:3, 11, 14, 15). იესომ თავისი ფარისთვის ის გააკეთა, რასაც დავითი ვერასოდეს გააკეთებდა. მის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ადამიანები სიკვდილისგან იხსნა. იესო „მცირე სამწყსოს“ ზეცაში უკვდავი ცხოვრებისკენ გაუძღვება, ხოლო „სხვა ცხვარს“ — მარადიული სიცოცხლისკენ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ იქნებიან მგლებივით დაუნდობელი ადამიანები (წაიკითხეთ იოანეს 10:27—29).

      მიჰყევით მძლეველ მეფეს

      8. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ დავითი მძლეველი მეფე იყო?

      8 დავითი მამაცი მებრძოლი იყო და იცავდა ღვთის ხალხის მიწა-წყალს. „სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა“. დავითის მეფობის დროს ისრაელის ტერიტორია ეგვიპტის მდინარიდან ევფრატამდე იყო გადაჭიმული (2 სამ. 8:1—14). იეჰოვას დახმარებით დავითი ძლიერი მმართველი გახდა. ბიბლიაში ნათქვამია: „სახელი გაუვარდა დავითს ყველა ქვეყანაში, მისი შიშით მოიცვა იეჰოვამ ყველა ხალხი“ (1 მატ. 14:17).

      9. ახსენით, რა გაგებით იყო მეფედ ცხებული იესო მძლეველი.

      9 დავითის მსგავსად, იესოც უშიშარი იყო. იესომ, როგორც ცხებულმა მეფემ, აჩვენა, რომ ძალაუფლება ჰქონდა დემონებზე. ის დემონით შეპყრობილებს მათი ზეგავლენისგან ათავისუფლებდა (მარ. 5:2, 6—13; ლუკ. 4:36). მასზე სატანა ეშმაკსაც კი არ ჰქონდა ძალაუფლება. იეჰოვას დახმარებით იესომ სძლია ქვეყნიერებას, რომელიც ბოროტის ხელშია (იოან. 14:30; 16:33; 1 იოან. 5:19).

      10, 11. რა გააკეთა მებრძოლმა მეფემ და რას გააკეთებს მომავალში?

      10 იესოს სიკვდილიდან, აღდგომიდან და ზეცად ამაღლებიდან დაახლოებით 60 წლის შემდეგ მოციქულმა იოანემ იხილა იესო, როგორც ზეცაში მებრძოლი მეფე. იოანემ დაწერა: „აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხ. 6:2). თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი იესოა. „მას გვირგვინი მიეცა“ 1914 წელს, როცა ზეცაში გამეფდა. ამის შემდეგ ის ‘დასაპყრობად გამოვიდა’. დავითის მსგავსად, იესოც მძლეველი მეფეა. გამეფებიდან მალევე, იესომ სძლია სატანას და დემონებთან ერთად ზეციდან დედამიწაზე გადმოაგდო (გამოცხ. 12:7—9). იესო მანამ იბრძოლებს, სანამ ‘სრულად არ დაიპყრობს’ და ბოლომდე არ გაანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას (წაიკითხეთ გამოცხადების 19:11, 19—21 ).

      11 დავითის მსგავსად იესოც თანამგრძნობი მეფეა და დაიცავს „უამრავ ხალხს“ არმაგედონში (გამოცხ. 7:9, 14). უფრო მეტიც, იესოსა და 144 000 თანამემკვიდრის მმართველობის დროს „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15). დედამიწაზე აღდგენილებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ექნებათ. მათ მართლაც დიდებული მომავალი ელით! მოდი, კვლავ კარგი ვაკეთოთ, რომ ვიხილოთ ის დრო, როცა დედამიწა აივსება მართალი ადამიანებით, რომლებიც სიხარულით დაემორჩილებიან დიდ დავითს (ფსალმ. 37:27—29).

  • დავაფასოთ ის, ვინც დავითზე და სოლომონზე დიდია
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
    • a სახელი დავითი შესაძლოა ნიშნავს „საყვარელს“. იესოს მონათვლისა და გარდასახვის დროს იეჰოვამ მას ზეციდან „საყვარელი ძე“ უწოდა (მათ. 3:17; 17:5).

      b ამავე დროს, დავითი მწყემსზე მინდობილი კრავივით იყო. ის დიდებული მწყემსისგან, იეჰოვასგან ელოდა მფარველობასა და ხელმძღვანელობას. დავითი რწმენით ამბობდა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“ (ფსალმ. 23:1). იოანე ნათლისმცემელმა იესოს „ღვთის კრავი“ უწოდა (იოან. 1:29).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება