-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
გასაკვირი არ არის, რომ ორი მოწმე ახდენს ნიშნებს, რომლებიც მოსესა და ელიას მიერ მოხდენილ ნიშნებს მოგვაგონებს. მაგალითად, იოანე მათზე ამბობს: „თუ ვინმეს უნდა, რომ ავნოს მათ, ცეცხლი გამოდის მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს, რომ ავნოს მათ, ამგვარად უნდა მოიკლას. ისინი უფლებამოსილნი არიან, ჩაკეტონ ცა, რათა წვიმა არ მოვიდეს მათი წინასწარმეტყველების დღეებში“ (გამოცხადება 11:5, 6ა).
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
17. ა) ელიას დროს რამ გამოიწვია გვალვა და ცეცხლი? ბ) როგორ გამოვიდა ცეცხლი ორი მოწმის პირიდან და რა იყო ნაგულისხმევი გვალვაში?
17 როგორ უკავშირდება ეს ხილვა ელიას? ისრაელის მეფეების მმართველობის დროს, ელიამ გვალვა იწინასწარმეტყველა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვა ბაალის თაყვანისმცემელ ისრაელებს ურისხდებოდა. გვალვა სამ-ნახევარი წელიწადი გაგრძელდა (1 მეფეები 17:1; 18:41—45; ლუკა 4:25; იაკობი 5:17). მოგვიანებით, როცა ორგულმა მეფე ახაზიამ მეომრები გაგზავნა ელიას მოსაყვანად, წინასწარმეტყველმა ცეცხლს მოუხმო ზეციდან, რომ შთაენთქა ისინი. მხოლოდ მაშინ დათანხმდა ელია მეფესთან წასვლაზე, როცა ჯარის სარდალმა დააფასა ის როგორც წინასწარმეტყველი (2 მეფეები 1:5—16). მსგავსად ამისა, 1914—1918 წლებში დარჩენილი ცხებულები გაბედულად ამახვილებდნენ ყურადღებას ქრისტიანულ სამყაროში არსებულ სულიერ გვალვაზე და ყველას აფრთხილებდნენ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის“ ცეცხლოვანი განაჩენის შესახებ (მალაქია 4:1, 5; ამოსი 8:11).
-