საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უშვილო დედაკაცი ხარობს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 5. გალატელთა 4:22—31-ში მოცემულ წინასწარმეტყველურ სურათში ვინ არის წარმოდგენილი ა) აბრაამით? ბ) სარათი? გ) ისაკით? დ) აგარით? ე) ისმაილით?

      5 მაგრამ როგორ შეიძლება იეჰოვას ორი სიმბოლური დედაკაცი ჰყავდეს — როგორც ზეციერი, ისე მიწიერი? არის თუ არა აქ რაიმე წინააღმდეგობა? სრულიადაც არა. მოციქული პავლე გვიხსნის, რომ ამას ნათელს ჰფენს აბრაამის ოჯახით წარმოდგენილი წინასწარმეტყველური სურათი (გალატელთა 4:22—31; იხილეთ „აბრაამის ოჯახი — წინასწარმეტყველური სურათი“, გვერდი 218). სარა, „თავისუფალი“ ქალი და აბრაამის მეუღლე, წარმოადგენს სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ იეჰოვას ორგანიზაციას, რომელიც ცოლს არის შედარებული. აგარით კი, რომელიც მხევალი ქალი და აბრაამის მეორე ცოლი იყო, მიწიერი იერუსალიმია წარმოდგენილი.

  • უშვილო დედაკაცი ხარობს
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • [ჩარჩო 218, 219 გვერდებზე]

      აბრაამის ოჯახი — წინასწარმეტყველური სურათი

      მოციქული პავლე გვიხსნის, რომ აბრაამის ოჯახს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა — ის ზეციერ ორგანიზაციასთან და მოსეს რჯულის ქვეშ მყოფ მიწიერ ისრაელ ერთან იეჰოვას ურთიერთობის წინასწარმეტყველურ სურათს ქმნიდა (გალატელთა 4:22—31).

      აბრაამი, ოჯახის თავი, იეჰოვა ღმერთს წარმოადგენს. აბრაამი მზად იყო, მსხვერპლად გაეღო საყვარელი ძე ისაკი, რითაც წინასწარმეტყველურად განასახიერა იეჰოვა, რომელმაც კაცობრიობის ცოდვებისთვის საყვარელი ძე გაიღო მსხვერპლად (დაბადება 22:1—13; იოანე 3:16).

      სარა ღვთის ზეციერ „ცოლს“, სულიერი არსებებისგან შემდგარ ორგანიზაციას, წარმოადგენს. ეს ზეციერი ორგანიზაცია სათანადოდ არის აღწერილი იეჰოვას ცოლად, რადგან ის მჭიდრო კავშირშია იეჰოვასთან, ემორჩილება მას და მხარს უჭერს მისი განზრახვების განხორციელებას. მას აგრეთვე „ზენა იერუსალიმიც“ ეწოდება (გალატელთა 4:26). ეს „დედაკაცი“ დაბადების 3:15-შია მოხსენიებული და გამოცხადების 12:1—6, 13—17 მუხლებში მოცემულ ხილვაშია აღწერილი.

      ისაკი ღვთის დედაკაცის სულიერ თესლს წარმოადგენს. ეს თესლი, ძირითადად, იესო ქრისტეა. მაგრამ მასში ქრისტეს ცხებული ძმებიც შედიან, რომლებიც სულიერ შვილებად არიან აღიარებული და ქრისტეს თანამემკვიდრენი ხდებიან (რომაელთა 8:15—17; გალატელთა 3:16, 29).

      აგარი, აბრაამის მეორე ცოლი, და მონა იყო. ის სათანადოდ წარმოადგენს მიწიერ იერუსალიმს, სადაც რჯულის ქვეშ მყოფი თითოეული ადამიანი, მოსეს კანონთა კრებულით ცოდვისა და სიკვდილის მონად იყო მხილებული. პავლე ამბობს, რომ „აგარი არის სინაის მთა არაბეთში“, რადგან იქ შეიკრა რჯულის კავშირი (გალატელთა 3:10, 13; 4:25).

      ისმაელი, აგარის ძე, პირველი საუკუნის ებრაელებს, ჯერ კიდე მოსეს რჯულს დამონებულ ისრაელის ძეებს, წარმოადგენს. როგორც ისმაელი დევნიდა ისაკს, ისე დევნიდნენ ის ებრაელები ქრისტიანებს, რომლებიც ფიგურალური სარას, „ზენა იერუსალიმის“, ცხებული ძეები იყვნენ. როგორც აბრაამმა გაუშვა სახლიდან აგარი და ისმაელი, ისე მოიკვეთა იეჰოვამ იერუსალიმი და მისი ურჩი ძეები (მათე 23:37, 38).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება