საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იფხიზლეთ იერემიას მსგავსად!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მარტი
    • 5, 6. ა) რა დაავალა დღეს იეჰოვამ იერემიას კლასს? ბ) რაზე გავამახვილებთ ყურადღებას ამ სტატიაში?

      5 იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა ადამიანებზე იმით, რომ ჩვენს დროში ცხებულ ქრისტიანებს დაავალა გუშაგის მოვალეობის შესრულება — ისინი ხალხს აფრთხილებენ მოახლოებული ღვთის განაჩენის შესახებ, რომელსაც იეჰოვა ქვეყნიერებაზე აღასრულებს. ათწლეულებია იერემიას კლასი მოუწოდებს ხალხს, ყოველთვის ახსოვდეთ, რა დროში ცხოვრობენ (იერ. 6:17).

  • იფხიზლეთ იერემიას მსგავსად!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მარტი
    • 10. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები დაყენებულნი არიან „ხალხებზე და სამეფოებზე“?

      10 იეჰოვამ, როგორც „ხალხთა მეფემ“ იერემიას დაავალა, რომ ერებისთვის და სამეფოებისთვის ეცნობებინა ღვთის განაჩენი (იერ. 10:6, 7). მაგრამ რა გაგებით არის დაყენებული ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი „ხალხებზე და სამეფოებზე“? (იერ. 1:10). ძველი წინასწარმეტყველის მსგავსად, იერემიას კლასსაც სამყაროს უზენაესმა მმართველმა მისცა დავალება. სულით ცხებულებს აქვთ უფლებამოსილება, რომ მთელ მსოფლიოში ერებსა და სამეფოებს გაუცხადონ ღვთის განაჩენი. იერემიას კლასი, რომელიც უზენაესმა ღმერთმა აღჭურვა უფლებამოსილებით, ღვთის სულით შთაგონებული სიტყვიდან სუფთა ენით ლაპარაკობს და აცხადებს, რომ დღევანდელი ერები და სამეფოები ძირფესვიანად ამოიძირკვებიან და ღვთის მიერ დანიშნულ დროს ღვთის რჩეულთა მეშვეობით განადგურდებიან (იერ. 18:7—10; გამოცხ. 11:18). იერემიას კლასს გადაწყვეტილი აქვს, არ შეწყვიტოს ღვთისგან მოცემული დავალების შესრულება და მთელ მსოფლიოს ამცნოს იეჰოვას განაჩენი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება