საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გვითხარი, როდის მოხდება ეს?“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • 4. რამ მოჰფინა ნათელი ბოლო დღეებთან დაკავშირებულ იესოს წინასწარმეტყველებას?

      4 თუმცა იესოს წინასწარმეტყველების შემდგომმა გამოკვლევამ დაგვანახვა, რომ ბოლო დღეებთან დაკავშირებულ ამ წინასწარმეტყველების გარკვეულ ნაწილს 2 შესრულება აქვს (მათ. 24:4—22). თავდაპირველად, ის პირველ საუკუნეში იუდეაში შესრულდა; შემდგომ ის მსოფლიო მასშტაბით ჩვენს დღეებში უნდა შესრულებულიყო. ამის გაგებამ სხვა საკითხებსაც მოჰფინა ნათელი.a

  • „გვითხარი, როდის მოხდება ეს?“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • 6. რა იქნება დიდი გასაჭირის დასაწყისის ნიშანი?

      6 რა იქნება დიდი გასაჭირის დასაწყისის ნიშანი? იესომ იწინასწარმეტყველა: „როცა დაინახავთ, რომ დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე დგას (წამკითხველმა გონიერებას მოუხმოს), მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ“ (მათ. 24:15, 16). „წმინდა ადგილზე დგომის“ პირველი შესრულება ახ. წ. 66 წელს მოხდა, როცა რომის ჯარმა ანუ „გამაპარტახებელმა სისაძაგლემ“ იერიში მიიტანა იერუსალიმსა და მის ტაძარზე, რაც წმინდა ადგილი იყო იუდეველთა თვალში. „დგომის“ ფართო მასშტაბით შესრულება იმ დროს მოხდება, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (თანამედროვე „გამაპარტახებელი სისაძაგლე“) თავს დაესხმება ქრისტიანულ სამყაროს, რომელიც ზოგადად წმინდად ითვლება ქრისტიანთა თვალში და დიდი ბაბილონის დარჩენილ ნაწილს. იგივე თავდასხმაა აღწერილი გამოცხადების 17:16—18-შიც. რეალურად, ამ მოვლენით დაიწყება დიდი გასაჭირი.

      7. ა) როგორ გადარჩა „ხორციელი“ პირველ საუკუნეში? ბ) რა მოვლენის შესრულებას ველით დიდ გასაჭირში?

      7 იესომ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ „ის დღეები“ შემოკლდებოდა. ეს წინასწარმეტყველება პირველად ახ. წ. 66 წელს შესრულდა, როცა რომის ჯარმა „შეამოკლა“ თავდასხმა. შემდეგ იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ცხებული ქრისტიანები გაიქცნენ და ასეთი სახით, „ხორციელი“ გადარჩა (წაიკითხეთ მათეს 24:22; მალ. 3:17). აქედან გამომდინარე, რა მოვლენის შესრულებას ველით დიდი გასაჭირის დროს? იეჰოვა „შეამოკლებს“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდასხმას ცრუ რელიგიაზე და არ დაუშვებს, რომ ჭეშმარიტი რელიგია ცრუ რელიგიასთან ერთად განადგურდეს. ეს გვარწმუნებს იმაში, რომ ღვთის ხალხი აუცილებლად გადარჩება.

  • „გვითხარი, როდის მოხდება ეს?“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • a მე-4 აბზაცი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1994 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 18—31 და 1999 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 8—20.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება