საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დადექით და უყურეთ იეჰოვას მიერ თქვენს ხსნას!
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ივნისი
    • 9, 10. ა) როგორ გაამარჯვებინა იეჰოვამ იუდას მრავალრიცხოვან მტერზე? ბ) რის გაკეთებას უნდა განაგრძობდნენ ქრისტიანები?

      9 მოახლოებული დიდი გასაჭირისას, რომელიც არმაგედონის ომით დასრულდება, ქრისტე ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ გაილაშქრებს. მის მიმდევრებს არ დასჭირდებათ ბრძოლა, როგორც ათასწლეულების წინათ იუდას სამეფოს მცხოვრებლებს არ დასჭირვებიათ. იმ დროს თვითონ იეჰოვა იბრძოდა და მან გაამარჯვებინა თავის ხალხს. ამის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „უფალმა შფოთში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული მოაბელნი, ყამონის ძენი და სეყირის მთიელები და გაანადგურა. აღდგნენ ყამონის ძენი, და მოაბის ძენი სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად, და როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად. და ავიდნენ იუდაელნი უდაბნოს ბორცვზე, და გადახედეს ურდოს, და აჰა, გვამები ყრია მიწაზე და აღარავინ გადარჩენილა“ (2 ნეშტთა 20:22—24).

      10 მართლაც ზედმიწევნით შესრულდა იეჰოვას სიტყვები: „ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ“ (2 ნეშტთა 20:17). ქრისტიანებმა ძველი იუდაელების მაგალითს უნდა მიჰბაძონ, როდესაც იესო ქრისტე ‘გასამარჯვებლად’ იბრძოლებს. მანამდე კი ისინი განაგრძობენ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით, არამედ სულიერი იარაღით. ისინი ასე ‘სძლევენ ბოროტს კეთილით’ (რომაელთა 6:13; 12:17—21; 13:12; 2 კორინთელთა 10:3—5).

  • დადექით და უყურეთ იეჰოვას მიერ თქვენს ხსნას!
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ივნისი
    • როგორ მოიქცევიან ღვთის მსახურები?

      14. რომელი სამი მითითება უნდა შეასრულოს ღვთის ხალხმა „გოგის“ თავდასხმისას?

      14 როგორ უნდა მოიქცნენ ღვთის მსახურები თავდასხმის დროს? კვლავ იოშაფატის დღეებს დავუბრუნდეთ და ვნახოთ, მაშინ როგორ მოიქცა ღვთის ერი. ყურადღება მიაქციეთ, რომ მათ სამი მითითება მიეცათ: 1) გადით, 2) დადექით და 3) უცქირეთ იეჰოვას მიერ თქვენს ხსნას. დღეს როგორღა უნდა მოიქცეს ღვთის ხალხი ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით? (2 ნეშტთა 20:17).

      15. რას ნიშნავს იეჰოვას ხალხისთვის პოზიციის დაკავება?

      15 გადით: აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა პოზიციის დაკავებას ნიშნავს. ღვთის ხალხი არ დათმობს საკუთარ პოზიციას და კვლავაც ღვთის სამეფოს დაუჭერს მხარს. ისინი ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ, „მტკიცენი და შეურყეველნი“ განაგრძობენ იეჰოვას მსახურებას და კვლავაც განადიდებენ მას სიყვარულისა და სიკეთისათვის (1 კორინთელთა 15:58; ფსალმუნები 117:28, 29). ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ აიძულებს მათ ღვთის მოსაწონი პოზიციის დათმობას.

      16. რა გაგებით დადგებიან იეჰოვას მსახურები?

      16 დადექით: იეჰოვას მსახურები თავიანთი ძალებით არ შეეცდებიან საკუთარი თავის ხსნას. ისინი სრულად მიენდობიან იეჰოვას. მხოლოდ მას შეუძლია, თავისი მსახურები მსოფლიო ქაოსიდან დაიხსნას და ჰპირდება კიდეც მათ ამას (ესაია 43:10, 11; 54:15; იერემიას გოდება 3:26). იეჰოვას ნდობაში იმ ხილული არხის ნდობაც იგულისხმება, რომელსაც ის უკვე ათწლეულებია, რაც თავისი განზრახვის განსახორციელებლად იყენებს. ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ისე, როგორც არასდროს, აუცილებელი იქნება ნდობის გამოვლენა იმ თანამორწმუნეთა მიმართ, რომლებსაც იეჰოვამ და მეფე იესო ქრისტემ განსაკუთრებული პასუხისმგებლობები დააკისრეს. ეს ერთგული მორწმუნეები უხელმძღვანელებენ ღვთის ხალხს. მათი ხელმძღვანელობის უგულებელყოფა შესაძლოა დამღუპველი იყოს (მათე 24:45—47; ებრაელთა 13:7, 17).

      17. რატომ დაინახავენ იეჰოვას მიერ ხსნას ღვთის მსახურები?

      17 უცქირეთ იეჰოვას მიერ თქვენს ხსნას: ღმერთი გადაარჩენს მათ, ვინც ბოლომდე ერთგულად მსახურების პოზიციაზე იდგება და იეჰოვაზე დაამყარებს ხსნის იმედს. ისინი უკანასკნელ წუთამდე მაქსიმალურად შეეცდებიან იეჰოვას სამსჯავროს დღის მოსვლის უწყებას. ყველა ქმნილებამ უნდა იცოდეს, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მას ერთგული მსახურები ჰყავს დედამიწაზე. აღარასოდეს გახდება საჭირო იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების სამართლიანობის დასამტკიცებლად ხანგრძლივი დროის გამოყოფა (ეზეკიელი 33:33; 36:23).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება