საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნუგეში ჩაგრულთათვის
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
    • ბიბლიაში ფსალმუნის 71-ე თავში საუბარია ყველა ხალხის დიდებულ ნუგეშისმცემელზე. ფსალმუნი დაწერა სოლომონის მამამ, მეფე დავითმა. ამ ფსალმუნის დასაწყისში ვკითხულობთ წანაწერს: „სოლომონის შესახებ“. როგორც ჩანს, ხანშესულმა დავითმა თავისი ტახტის მემკვიდრის შესახებ დაწერა. ეს მემკვიდრე, ფსალმუნის თანახმად, მარადიულად გაათავისუფლებს ადამიანებს მჩაგვრელებისგან. „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე. . . დედამიწის კიდემდე“ (ფსალმუნი 71:7, 8).

      როგორც ჩანს, ამ სიტყვების წერის დროს, დავითი თავის ძეზე, სოლომონზე, ფიქრობდა. მაგრამ სოლომონი მიხვდა, რომ მის ძალებს აღემატებოდა, შეესრულებინა ფსალმუნში აღწერილი. მას ფსალმუნის სიტყვების შესრულება მცირე მასშტაბით შეეძლო და ისიც მხოლოდ ისრაელებისთვის და არა — მთელი მსოფლიოსთვის. როგორც ჩანს, ეს ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველური ფსალმუნის სიტყვები მიუთითებდა სოლომონთან შედარებით უფრო დიდ პიროვნებაზე. ვინ იყო ის? მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე.

      როდესაც ანგელოზმა განაცხადა იესოს დაბადება, თქვა: „მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს“ (ლუკა 1:32). გარდა ამისა, იესომ საკუთარი თავის შესახებ თქვა: „აქ არის სოლომონზე დიდი“ (ლუკა 11:31). იესო, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ღვთის მარჯვნივაა და იმყოფება ზეცაში, იქ, საიდანაც შეუძლია შეასრულოს 71-ე ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვები. გარდა ამისა, მან ღვთისგან მიიღო ძალა და ძალაუფლება, რომ ადამიანების მჩაგვრელთა უღელი გადააგდოს (ფსალმუნი 2:7–9; დანიელი 2:44). ამგვარად, იესო წარმოადგენს იმ პიროვნებას, რომელიც შეასრულებს 71-ე ფსალმუნში ჩაწერილ სიტყვებს.

  • ნუგეში ჩაგრულთათვის
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
    • პასუხისთვის გადავხედოთ 71-ე ფსალმუნის სიტყვებს, რომლებიც იესო ქრისტეზე სრულდება: „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა [ჩაგვრისა, აქ] და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 71:12–14). ამგვარად გვარწმუნებს ღვთის მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, რომ არავინ დაიტანჯება ჩაგვრის მიზეზებით. მას აქვს ძალაუფლება, ბოლო მოუღოს ნებისმიერ უსამართლობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება