საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
    • მაგალითი მდოგვის მარცვალზე

      3, 4. რა ორ რამეზე ამახვილებს ყურადღებას მდოგვის მარცვლის მაგალითი?

      3 მდოგვის მარცვლის მაგალითი, რომელიც აგრეთვე მარკოზის მე-4 თავშია მოცემული, ყურადღებას ამახვილებს ორ რამეზე: სამეფოს ცნობის საოცარ ზრდაზე და მათ დაცვაზე, ვინც იღებს ამ ცნობას. იესომ თქვა: „რას შევადაროთ ღვთის სამეფო ან როგორი მაგალითით აღვწეროთ? ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე პატარა თესლია დედამიწაზე. დათესვის მერე კი, როცა ამოდის, ყველა მწვანილეულზე დიდი ხდება და იმხელა ტოტები გამოაქვს, რომ ცის ფრინველები მის ჩრდილში იბუდებენ“ (მარ. 4:30—32).

  • „არ იცი, რაში მოგემართება ხელი“!
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
    • 8. ა) ვის განასახიერებენ იესოს მაგალითში მოხსენიებული ფრინველები? ბ) რისგან ვართ დაცულნი დღესვე?

      8 იესო ამბობს, რომ ცის ფრინველები ამ სიმბოლური ხის ანუ სამეფოს „ჩრდილში იბუდებენ“. ეს ფრინველები არ განასახიერებენ ღვთის სამეფოს მტრებს, რომლებიც ცდილობენ აკენკონ კარგი თესლი, როგორც ეს ხდება იმ მაგალითში, სადაც მთესველი სხვადასხვა სახის ნიადაგზე აბნევს თესლს (მარ. 4:4). პირიქით, ამ მაგალითში ფრინველები განასახიერებენ გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში ეძებენ თავშესაფარს. ისინი დღესვე დაცულნი არიან ამ ბოროტი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი სულიერად გამხრწნელი ჩვევებისა და უწმინდური ქცევებისგან (შეადარეთ ესაიას 32:1, 2).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება