-
საიდან მოდის ინფორმაცია?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
დნმ-ის „წაკითხვა“
დნმ-ის სარეპლიკაციო რობოტები იქაურობას ტოვებენ და მათ ნაცვლად სხვა მანქანა შემოდის. ისიც დნმ-ის გასწვრივ იწყებს მოძრაობას, მაგრამ შედარებით ნელა. დნმ-ის თოკი მანქანის ერთ ბოლოში შედის და მეორე ბოლოდან უცვლელად გამოდის. მაგრამ მანქანის სხვა ხვრელიდან, მზარდი კუდივით, სრულიად ახალი ძაფი გამოდის.
მთხრობელი ამჯერადაც გვიხსნის: «დნმ-ის კიდევ ერთ ფუნქციას ტრანსკრიფცია ეწოდება. დნმ თავისი მყუდრო თავშესაფრიდან ანუ ბირთვიდან არასოდეს გამოდის. მაშ, როგორ ხდება გენების, ჩვენს ორგანიზმში არსებული ყველა ცილის ასაწყობად საჭირო „რეცეპტის“ წაკითხვა და გამოყენება? ფერმენტის მანქანა დნმ-ის გასწვრივ პოულობს უჯრედის ბირთვის გარედან შემოსული ქიმიური სიგნალით გააქტიურებულ გენს. შემდეგ ეს მანქანა რნმ-ის (რიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულის დახმარებით აკეთებს ამ გენის ასლს. რნმ ერთი შეხედვით დნმ-ის ცალკეულ სპირალს ჰგავს, თუმცა მისგან განსხვავდება. მის ფუნქციაში შედის გენებში კოდირებული ინფორმაციის შეგროვება. რნმ ფერმენტის მანქანაში ყოფნის დროს იღებს ინფორმაციას, შემდეგ ტოვებს ბირთვს და ერთ-ერთი რიბოსომისკენ მიემართება, სადაც ამ ინფორმაციის საფუძველზე ხდება ცილის აწყობა».
-