-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იგავები“საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 სექტემბერი
-
-
პრაქტიკული ღირებულების მქონე იგავები
სოლომონის იგავები მოკლე გამონათქვამებია. ძირითადად, ისინი წარმოდგენილია დაპირისპირებების, პარალელებისა და შედარებების სახით. ეს იგავები ბევრ რამეს გვასწავლის საქციელთან, მეტყველებასა თუ აზროვნებასთან დაკავშირებით.
თავები 10—24 ხაზს უსვამს იეჰოვასადმი მოკრძალებული შიშის მნიშვნელოვნებას. 25—29-ე თავებში მოცემული იგავები „იუდას მეფე ხიზკიას კაცებმა გადაწერეს“ (იგავები 25:1). ამ იგავებიდან ვხედავთ იეჰოვასადმი ნდობის აუცილებლობას და ვიღებთ სხვა პრაქტიკულ რჩევებს.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იგავები“საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 სექტემბერი
-
-
„მნიშვნელოვანი ცნობები“
ბიბლიის წიგნი „იგავები“ მთავრდება ორი „მნიშვნელოვანი ცნობით“ (იგავები 30:1; 31:1). დამაფიქრებელი შედარებების საშუალებით აგურ იაკეს ძე აღწერს, რომ სიხარბეს არ მოაქვს კმაყოფილება და გვიჩვენებს, თუ როგორ შეუმჩნევლად აღწევს ცდუნების მიზნით მამაკაცი ქალიშვილის გულამდეb. „იგავების“ ეს თავი ასევე მოგვიწოდებს, რომ მოვერიდოთ მედიდურობას და შეურაცხმყოფელ ლაპარაკს.
მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც ლემუილმა დედისგან მიიღო, შეიცავს რჩევებს ღვინოსა თუ სხვა მათრობელ სასმელთან და სიმართლის განსჯასთან დაკავშირებით. შემდეგ აღწერილია, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ცოლი. ეს აღწერა მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „მიეცით მას თავისი ხელის ნაყოფი და მისმა საქმეებმა განადიდონ იგი“ (იგავები 31:31).
-