-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 2)საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ივნისი
-
-
44–ე ფსალმუნს, სიმღერას მეფის ქორწილის შესახებ, წინასწარმეტყველური ხასიათი აქვს და დაკავშირებულია მესიის მეფობასთან.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 2)საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ივნისი
-
-
44:14, 15ა. ვინ არის „მეფის ასული“, რომელიც ‘მეფესთან მიჰყავთ’? ის არის „მარადიულობის მეფის“, იეჰოვა ღმერთის, ასული (გამოცხადება 15:3). იგი განასახიერებს განდიდებული 144 000 ქრისტიანისგან შემდგარ კრებას, რომელთაც იეჰოვა წმინდა სულით ცხებს და თავის შვილებად იღებს (რომაელები 8:16). იეჰოვას „ასული“, რომელიც „გამზადებულია, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი“, მიყვანილ იქნება ნეფესთან — მესიანური სამეფოს მეფესთან (გამოცხადება 21:2).
44:15ბ, 16. ვის განასახიერებენ „ქალწულები“? ისინი განასახიერებენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან შემდგარ „უამრავ ხალხს“, რომლებიც უერთდებიან დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანებს და მხარს უჭერენ მათ. ვინაიდან „უამრავი ხალხი“ „დიდი გასაჭირიდან მოსულები“ ანუ გადარჩენილები არიან, ისინი დედამიწაზე იქნებიან, როდესაც ზეცაში ღვთის სამეფოს მეფის ქორწილი შედგება (გამოცხადება 7:9, 13, 14). ამ მოვლენას ისინი „სიხარულითა და ლხინით“ შეხვდებიან.
44:17. რა გაგებით იქნებიან ძენი მეფის წინაპრების ადგილზე? როდესაც იესო დედამიწაზე დაიბადა, მას ჰყავდა მიწიერი წინაპრები. ისინი მეფის ძეები გახდებიან, როდესაც ის აღადგენს მათ ათასწლიანი მეფობის პერიოდში. ამ ძეთაგან ზოგიერთები დაინიშნებიან „მთავრებად მთელს ქვეყანაზე“.
-