განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა სექტემბერსა და ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ნოემბერში: სპეციალური კამპანია, რომლის დროსაც გავრცელდება „ცნობა სამეფოს შესახებ № 38“. დეკემბერში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ან „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“
◼ 2014 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება 21 აპრილით დაწყებულ კვირაში. მოხსენების სათაური მოგვიანებით გამოქვეყნდება. კრებებს, რომლებსაც იმ კვირაში სარაიონო მონახულება ან კონგრესი აქვთ, მოხსენება მომდევნო კვირას ექნებათ. სპეციალური მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 21 აპრილამდე.