განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა 1—15 ოქტომბერი: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მათ, ვინც დაინტერესდება, შესთავაზეთ ბროშურა „იფხიზლეთ!“, რათა ბიბლიისადმი მეტი ინტერესი გაუჩნდეთ. 16 ოქტომბერი—12 ნოემბერი: სპეციალური კამპანია ტრაქტატით „ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“. 13—30 ნოემბერი: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე გეტყვის, რომ შვილები არა ჰყავს, შესთავაზე ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ ან რომელიმე სხვა ტრაქტატი. დეკემბერი: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „იფხიზლეთ!“. იანვარი: წიგნები „ყველაზე დიდებული ადამიანი“ ან „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“.
◼ დეკემბერში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.
◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართი არის „თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2007 წლისთვის“. ის უნდა გამოვიყენოთ 2007 წლის განმავლობაში.
◼ ვიდეოფილმი „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ განხილული იქნება იანვარში ერთ-ერთ სამსახურებრივ შეხვედრაზე. თუ კრებაში არ არის საკმარისი რაოდენობის DVD ან ვიდეოკასეტა, დროულად შეუკვეთეთ.
◼ 2007 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება კვირას, 15 აპრილს. მოხსენების სათაური გამოცხადდება მოგვიანებით. იმ კრებებში, რომლებსაც ამ კვირას სარაიონო ზედამხედველის მონახულება ან კონგრესი ექნებათ, სპეციალური მოხსენება მომდევნო კვირაში წაიკითხება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 2007 წლის 15 აპრილამდე.