განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა სექტემბერში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ოქტომბერში: შესთავაზეთ „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ერთად. იქ, სადაც ინტერესი იყო გამოვლენილი, შესთავაზეთ ბროშურა „რას მოითხოვს“. ნოემბერში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზეთ წიგნი „შემეცნება“ ან ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ დეკემბერში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თუ მობინადრე უარს იტყვის წიგნის აღებაზე, შესთავაზეთ ბროშურა „იფხიზლეთ!“
◼ ფილიალი არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს იმას, რომ ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება ფილიალს, რათა ყველამ, ვისაც პირადი ლიტერატურის მიღება სურს, შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გაითვალისწინეთ, რომელი პუბლიკაციები შედის განსაკუთრებულ შეკვეთაში.
◼ უხუცესებს შევახსენებთ, მიჰყვნენ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) 21—23-ე გვერდებზე მოცემულ მითითებებს გარიცხულებთან და კრების უარმყოფელებთან დაკავშირებით, და მოინახულონ ისინი.
◼ 2006 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება კვირას, 30 აპრილს. მოხსენების სათაური გამოცხადდება მოგვიანებით. იმ კრებებში, რომლებსაც ამ კვირას სარაიონო ზედამხედველის მონახულება ან კონგრესი ექნებათ, სპეციალური მოხსენება მომდევნო კვირაში წაიკითხება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 2006 წლის 30 აპრილამდე.
◼ ოქტომბერში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგი შესაძლებლობაა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.
◼ 2006 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მათ, ვინც დამხმარე პიონერად იმსახურებს იმ თვეში, რომელშიც კრებას სარაიონო ზედამხედველი მოინახულებს, საშუალება ექნებათ, მონახულების კვირაში დაესწრონ პიონერებთან შეხვედრის პირველ ნაწილს. ყველას, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, მოვუწოდებთ, გამოიყენონ ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა.