განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: „დაუახლოვდი იეჰოვას“. თუ კრებაში ეს პუბლიკაცია არ გაქვთ, შეგიძლიათ შესთავაზოთ წიგნი „შემოქმედი“ მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით ეცადეთ, რომ დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს აქვს ეს პუბლიკაცია, შეგიძლიათ შესთავაზოთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ როდესაც განმეორებით ინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიული ღონისძიებებს, მაგრამ არ აქვთ რეგულარული კავშირი კრებასთან, შეეცადეთ შესთავაზოთ წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას, განსაკუთრებით მათთან, ვინც უკვე შეისწავლა წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“.
◼ თავჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1-ელ მარტს ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში უნდა გაკეთდეს განცხადება ჩატარებული შემოწმების შესახებ. ასევე წაკითხული უნდა იყოს ოფისიდან მიღებული ყველა წერილი, რომლებშიც გამოთქმულია მადლიერება კრების მიერ მსოფლიო საქმისთვის და სხვა საჭიროებებისთვის გაღებული შესაწირავებისთვის.
◼ მდივანმა და სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გადახედონ პიონერთა საქმიანობის შედეგებს. თუ რომელიმეს უჭირს საათების ნორმის შესრულება, უხუცესებმა უნდა იზრუნონ დახმარებაზე. რჩევებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ყოველწლიური წერილები (S-201).
◼ 2004 წლის სპეციალური საჯარო მოხსენების სათაურია „იყავით გაბედულნი და მიენდეთ იეჰოვას“. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი განცხადება 2003 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“.