საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თქვენც გულითადად გიწვევენ
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 თებერვალი
    • ბიბლიაზე დაფუძნებული საჯარო მოხსენება

      პირველ შეხვედრაზე წარმოითქმება ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება. ეს შეხვედრა, ჩვეულებრივ, შაბათ-კვირას ტარდება და დამსწრეთა დიდი რაოდენობით გამოირჩევა. იესო ქრისტე ხშირად მსჯელობდა სხვადასხვა საკითხზე საჯაროდ, მაგალითად მთაზე ქადაგებისას (მათე 5:1; 7:28, 29). პავლე მოციქული ათენში მრავალი მსმენელის წინაშე ქადაგებდა (საქმეები 17:22—34). მსგავსად ამისა, იეჰოვას მოწმეების საჯარო შეხვედრებზე მოხსენებები განკუთვნილია ყველანაირი მსმენელისთვის, მათ შორის პირველად დამსწრეთათვის.

      შეხვედრა იწყება სიმღერით წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“.a ყველას, ვისაც სურს, შეუძლია წამოდგეს და სხვებთან ერთად იმღეროს სიმღერა. მოკლე ლოცვის შემდეგ მომხსენებელი წარმოთქვამს ბიბლიაზე დაფუძნებულ 30-წუთიან მოხსენებას (იხილეთ ჩარჩო „საჯარო მოხსენებები“). ბიბლიური მუხლების ამოკითხვამდე მომხსენებელი სთხოვს აუდიტორიას, თვალი ადევნონ შესაბამის მუხლებს. ამიტომ კარგი იქნება შეხვედრაზე თან გქონდეთ ბიბლია. თუ არა გაქვთ, შეხვედრის დაწყებამდე შეგიძლიათ რომელიმე მოწმეს ერთი ეგზემპლარი სთხოვოთ.

  • თქვენც გულითადად გიწვევენ
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 თებერვალი
    • [ჩარჩო 21 გვერდზე]

      საჯარო მოხსენებები

      ბიბლიაზე დაფუძნებული საჯარო მოხსენებები 170-ზე მეტ საკითხს განიხილავს, მათ შორისაა:

      ◼ აქვს მნიშვნელობა, ევოლუციის გწამს თუ შემოქმედების?

      ◼ ღვთის თვალსაზრისი სქესობრივ ცხოვრებასა და ქორწინებაზე

      ◼ დედამიწის მომსპობებს ღვთის სასჯელი არ ასცდებათ

      ◼ როგორ გავართვათ თავი ცხოვრებისეულ საზრუნავს?

      ◼ სულ ეს არის ცხოვრება?

      [სურათი 21 გვერდზე]

      ბიბლიაზე დაფუძნებული საჯარო მოხსენება

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება