„მადლობელი ვარ მიღებული მომზადებისთვის“
სკოლის მოსწავლის, კაზუნას, გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მას მასწავლებელმა შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო ნორჩ ორატორთა კონკურსში, რომელიც ინგლისურ ენაზე უნდა ჩატარებულიყო. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ჰოკაიდოს (იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე დიდი კუნძული) ყველა სკოლას, მაგრამ კაზუნას სკოლას მანამდე არასოდეს გაუგზავნია კონკურსზე თავისი წარმომადგენელი. კონკურსის დღეს გოგონა ძალიან ღელავდა, რადგან დაახლოებით 50 მოწაფესთან მოუწევდა შეჯიბრება. მისმა მღელვარებამ კიდევ უფრო იმატა, როდესაც ჟიურის წევრებს შორის დაინახა ორი ადამიანი, რომელთა მშობლიური ენაც ინგლისური იყო.
გამარჯვებულთა გამოცხადება ბოლოდან დაიწყეს. კაზუნა სახტად დარჩა, როდესაც თავისი სახელი სულ ბოლოს გაიგონა. მან და მის გვერდით მჯდომმა მასწავლებელმა ერთმანეთს გაოცებით გადახედეს. კაზუნა, რომელსაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა თავისი გამარჯვების, სცენაზე ავიდა, რათა პირველი ადგილის დაკავებისთვის პრიზი აეღო.
„ეს მხოლოდ იმ მომზადების წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელსაც იეჰოვას ორგანიზაცია თეოკრატიული სამსახურის სკოლის საშუალებით გვაძლევს, — თქვა ბედნიერმა გოგონამ. — ძალიან მადლობელი ვარ მიღებული მომზადებისთვის“. ეს სკოლა, რომელშიც კაზუნა ბავშვობიდან სწავლობდა, იეჰოვას მოწმეთა კრებების ერთ–ერთ შეხვედრაზე ტარდება. კონკურსისთვის მზადებისას კაზუნა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მიკროფონის გამოყენებას, სიტყვის წარმოთქმისას სითბოსა და ენთუზიაზმის გამოვლენას, ჟესტების გამოყენებას, აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტის შენარჩუნებასა და სხვა მხარეებს, რომლებსაც თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ასწავლიან.
გიწვევთ ამ სკოლაზე დასასწრებად, რომელიც იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ყოველკვირეულად ტარდება. საკუთარი თვალით იხილეთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს მას როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულებისთვის. ამ შეხვედრაზე დასწრება ყველას შეუძლია. გთხოვთ, დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს იმისათვის, რომ გაიგოთ, სად ტარდება ასეთი სკოლა თქვენთვის უახლოეს ტერიტორიაზე.