საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჟესტები და სახის გამომეტყველება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • ზოგ ქვეყანაში ხალხი ხშირად ჟესტიკულირებს, ზოგან კი იშვიათად იყენებენ ჟესტებს. მიუხედავად ამისა, ლაპარაკის დროს თითქმის ყველა ადამიანი ბუნებრივად იცვლის სახის გამომეტყველებას და იყენებს ჟესტებს. ეს ეხება როგორც საუბარს, ისე აუდიტორიის წინაშე გამოსვლას.

      ჟესტებს იესო და მისი მოწაფეებიც იყენებდნენ. ერთხელ იესოს უთხრეს, რომ დედასა და ძმებს სურდათ მასთან ლაპარაკი. იესომ უპასუხა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“. შემდეგ კი მან «ხელი მოწაფეებისკენ გაიშვირა და თქვა: „აი, დედაჩემი და ჩემი ძმები“» (მათ. 12:48, 49). საქმეების 12:17-სა და 13:16-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ლაპარაკის დროს პეტრე და პავლე მოციქულებიც იყენებდნენ ჟესტებს.

  • ჟესტები და სახის გამომეტყველება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • შეეცადე ჟესტების ბუნებრივად გამოყენებას მთელ მოხსენებაში. თუ გიჭირს ჟესტიკულირება, შეგიძლია ჟესტები დაუკავშირო ისეთ სიტყვებს, რომლებიც გამოხატავს მიმართულებას, მანძილს, ზომას, მდებარეობას ან საგნების ურთიერთმიმართებას. ხშირად კი უბრალოდ საჭიროა, მთელი ყურადღება მასალაზე გაამახვილო, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ჩვეულებრივად ილაპარაკო და იმოძრაო და ზედმეტად არ იფიქრო იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებას დატოვებ მსმენელზე. როდესაც ადამიანი თავისუფლად ლაპარაკობს, ბუნებრივად ჟესტიკულირებს.

  • ჟესტები და სახის გამომეტყველება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • თანდათანობით, რაც მეტ გამოცდილებას შეიძენ და რაც უფრო თავისუფლად ილაპარაკებ, უფრო ბუნებრივად შეძლებ გრძნობების გამოხატვას ხაზგასმის ჟესტებით და აზრებსაც უფრო დამაჯერებლად და გულწრფელად გადმოსცემ. ხაზგასმის ჟესტების გამოყენება გაცილებით საინტერესოს გახდის შენს გამოსვლას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება