-
ბუნებრიობამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
ბუნებრიობა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა კითხვის დროს. აუდიტორიის წინაშე ბუნებრივად რომ იკითხო, გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდება. წასაკითხ მასალაში გამოყავი მთავარი აზრები და დააკვირდი, როგორ ვითარდება ისინი. გონებაში ნათლად გქონდეს ეს აზრები, რადგან სხვაგვარად მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს წაიკითხავ. ლექსიკონში მოძებნე უცნობი სიტყვები. რამდენიმეჯერ წაიკითხე ხმამაღლა იმისათვის, რომ შეძლო მასალის სათანადო ინტონაციით წაკითხვა და აზრის ნათლად გადმოსაცემად სიტყვების სწორად დაჯგუფება. ივარჯიშე მანამ, სანამ გამართულად შეძლებ წაკითხვას. კარგად შეისწავლე მასალა, რათა ხმამაღლა კითხვის დროს ისე ცოცხლად ილაპარაკო, თითქოს ვინმეს ესაუბრები. სწორედ ეს არის ბუნებრიობა.
-
-
ბუნებრიობამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
ზოგ გამოცდილ ძმას მზა ტექსტი ეძლევა კონგრესზე წასაკითხად. ბიბლიაში ან სხვა ნებისმიერ მასალაში მონაკვეთები, რომლებშიც ვინმეს სიტყვებია მოყვანილი, ისე წაიკითხე, რომ მსმენელისთვის უსიცოცხლოდ არ ჟღერდეს. თუ რამდენიმე ადამიანის სიტყვებია მოყვანილი, თითოეულის სიტყვები განსხვავებული ხმით წაიკითხე. მაგრამ მოერიდე მეტისმეტ თეატრალურობას. შეეცადე გამოთქმით და ბუნებრივად იკითხო.
ბუნებრივად მაშინ ვკითხულობთ, როდესაც სიტყვებს სასაუბრო სტილში წარმოვთქვამთ. ბუნებრივად კითხვის დროს მეტყველება არ არის ხელოვნური და დამაჯერებლად ჟღერს.
-