საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • არისტოტელე
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 5
    • კათოლიციზმი იზიარებს არისტოტელეს იდეებს

      შუა საუკუნეების „ქრისტიანული“ ევროპის ქვეყნებში არისტოტელეს ზოგი მოძღვრება უცილობელ ჭეშმარიტებად აღიარეს. ყველაზე გავლენიანმა ღვთისმეტყველმა, კათოლიკე თომა აკვინელმა (დაახლ. ახ. წ. 1224—1274) ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არისტოტელეს ფილოსოფია თავისი ეკლესიის სწავლებებს შერწყმოდა. ამგვარად არისტოტელეს მიერ ჩამოყალიბებული თეორია იმის შესახებ, რომ თითქოს დედამიწა სტატიკურია და სამყაროს ცენტრს წარმოადგენს, კათოლიკურ დოგმად იქცა. ეს სწავლება აგრეთვე აღიარეს ისეთმა პროტესტანმა რეფორმატორებმა, როგორებიც იყვნენ კალვინი და ლუთერი. ისინი თვლიდნენ, რომ ამ თეორიას ბიბლიური საფუძველი ჰქონდა (იხილეთ ჩარჩო «ბიბლიაში „მეტისმეტად ჩახედულნი“»).

      არისტოტელეს ზოგი თეორია უცილობელ ჭეშმარიტებად აღიარეს

      „არისტოტელეს ზოგიერთი მოსაზრება [სწავლებები] და კათოლიკური მოძღვრებები თითქმის იდენტურია“, — აღნიშნავს ჩარლზ ფრიმენი. ამიტომ ამბობენ, რომ აკვინელმა არისტოტელე კათოლიკედ შერაცხა. მაგრამ სინამდვილეში, როგორც ფრიმენი წერს, „აკვინელი მოექცა არისტოტელიზმზე“. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ არისტოტელეს იდეები ეკლესიამაც შეითვისა. შედეგად, როდესაც იტალიელმა ასტრონომმა და მათემატიკოსმა, გალილეომ, გაბედა და ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საპირისპირო აზრი გამოთქვა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავდა, ეკლესიამ მოითხოვა მისი ინკვიზიციის წესით გასამართლება; იგი აიძულეს, უკან წაეღო თავისი სიტყვები.a რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, თავად არისტოტელე აცნობიერებდა, რომ მისი მეცნიერული ცოდნა დახვეწასა და გადახედვას საჭიროებდა. კარგი იქნებოდა, რომ ეკლესიასაც მსგავსი აზრი გაეზიარებინა.

  • არისტოტელე
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 5
    • სამყაროს გეოცენტრული მოდელი

      ძველად ბევრს სჯეროდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო

      ბიბლიაში „მეტისმეტად ჩახედულნი“

      ზოგი ძველი დროის ღვთისმეტყველი იზიარებდა არისტოტელეს თვალსაზრისს სამყაროს გეოცენტრული მოდელის შესახებ; ისინი, როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდ აქცენტს აკეთებდნენ ისეთ ბიბლიურ მუხლებზე, როგორიცაა მაგალითად ფსალმუნის 104:5, სადაც ნათქვამია: „მყარ საფუძველზე აფუძნებ [ღმერთო] დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“. ამ შემთხვევაში ფსალმუნმომღერალი კოსმოსში დედამიწის მდებარეობას კი არ აღწერს, არამედ მხატვრული ენით გადმოსცემს, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა მარადიულად იარსებებს (ეკლესიასტე 1:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება